მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
ლუი [[აფრიკა|აფრიკის]] მიწაზე [[1270]] წლის ივლისში გადავიდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლის დაბინძურების გამო მალე ეპიდემიამ მოიცვა, ხოლო თავად ლუი 25 აგვისტოს გარდაიცვალა "კუჭის ქრონიკული აშლილობის" გამო, კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში. მან სიკვდილის წინ ბოლო სიტყვა „იერუსალიმი” თქვა. ლუის სიკვდილის შემდეგ კარლმა მეფედ ლუის ვაჟი [[ფილიპ III]] გამოაცხადა, მაგრამ ახალი მეფის მცირე ასაკის გამო, ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.
 
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის, ქალაქში მშვიდობიან ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა [[ინგლისი]]ს უფლისწული ედვარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა [[აკო]]ზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო გამაგრება იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე [[მეცხრე ჯვაროსნული ომილაშქრობა|მეცხემეცხრე ჯვაროსნულ ლაშქრობად]] ითვლება.
 
== ლიტერატურა ==