ქალთა საერთაშორისო დღე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
2001:2060:42:FFFF:0:0:0:20-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვ...
ხაზი 6:
== წარმოშობის ისტორია ==
 
იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა [[1857]] წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და öä862363აუსაძლისიგაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი [[პროფკავშირი]].
 
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. [[1908]] წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. [[1910]] წელს [[კოპენჰაგენი|კოპენჰაგენში]] ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ''ქალთა საერთაშორისო დღე'' გავლენიანი გერმანელი სოციალისტი [[ცეტკინი, კლარა|კლარა ცეტკინის]] ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა [[ავსტრია|ავსტრიაში]], [[დანია|დანიაში]], [[გერმანია|გერმანიასა]] და [[შვეიცარია|შვეიცარიაში]]. [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] დაწყებისას ქალები მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ [[1913]] წლის 8 მარტს.