ალექსანდრე ნეველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying sv:Aleksandr Nevskij to sv:Alexander Nevskij
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Alexander Newski.jpg|thumb|right|ალექსანდრე ნეველი]]
'''ალექსანდრე ნეველი''' (დ. დაახლოებით 1220 — გ. [[14 ნოემბერი]], [[1263]], [[გოროდეცი]]) — [[რუსები|რუსი]] სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ნოგოროდის[[ნოვგოროდი]]ს მთავარი (1236-1251), ვლადიმირის დიდი მთავარი (1252-იდან), შვილი იაროსლავ ვსევოლოდის ძისა. მეთაურობდა რუსთა მხედრობას, რომელმაც რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის მიწები დაიცვა გერმანელ და შვედ ფეოდალთა შემოსევებისაგან. 1240 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ნეველის რაზმა და ნოვგოროდის სახალხო ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შვედები მდინარე ნევაზე. ამ გამარჯვებისთვის შეარქვა მას ხალხმა „ნეველი“ ([[ნევის ბრძოლა]]). 1242 წლის 5 აპრილს ალექსანდრე ნეველმა ჩუდის ტბაზე გაანადგურა გერმანელი რაინდები და შეაჩერა მათი აგრესია აღმოსავლეთით ([[ყინულზე ბრძოლა]]). მას კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და [[ოქროს ურდო]]სთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა, ამით თავიდან აიცილა ოქროს ურდოს გამანადგურებელი შემოსევები და იმასაც მიაღწია, რუსთა ჯარს მონაწილეობა არ მიეღო თათარ-მონღოლთა ლაშქრობებში. ალექსანდრე ნეველმა გააერთიანა რუსეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთი მიწები. [[1251]] წელს პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ნორვეგიასთან, 1256 წელს წარმატებით ილაშქარა ფინეთში შვედების წინააღმდეგ, რომლებმაც ერთხელ კიდევ სცადეს ბალტიის ზღვაზე გასასვლელი ჩაეკეტათ რუსეთისათვის. ალექსანდრე ნეველი სასტიკად უსწორდებოდა იმ მთავრებსა და ფეოდალებს, რომლებიც დიდი მთავრის ხელისუფლების განმტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამავე დროს მკაცრად ახშობდა ანტიფეოდალურ გამოსვლებს. სიკვდილის შემდეგ რუსულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. [[1724]] წელს [[პეტრე I]]-ის ბრძანებით ალექსანდრე ნეველის ნეშტი [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] გადაასვენეს. 1725 წლის 21 მაისს რუსეთში დაწესდა ალექსანდრე ნეველის ორდენი. 1942 წლის 29 ივლისს კი — [[ალექსანდრე ნეველის ორდენი (საბჭოთა)|ალექსანდრე ნეველის საბჭოთა სამხედრო ორდენი]].
 
== ლიტერატურა ==
* ''სურგულაძე ა.,'' დიდი რუსი მხედართმთავრები, თბ., 1953;
* ''Пашуто В. Т.,'' Героическая борьба русского народа за независимость (XIII в.), М., 1956;
* [[{{ქსე]], ტ. |1, გვ. |296, თბ., 1975}}
 
{{DEFAULTSORT:ნეველი, ალექსანდრე}}