რაინლანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
1822 წელს რაინისპირა მიწები [[პრუსია|პრუსიის]] რაინის პროვინციას შეუერთდა დედაქალაქით კობლენცში, რომელმაც სახესხვაობებით 1946 წლამდე იარსება.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს შედეგად რაინლანდის დემილიტარიზაცია მოხდა, [[საარიზაარლანდი]] [[ერთა ლიგა]]ს გადაეცა სამართავად, ეიპენი და მალმედი [[ბელგია]]ს ერგო. 1918 წლის დეკემბერში [[ანტანტა|ანტანტის]] ჯარებმა კომპიენის დროებითი დაზავების თანახმად რაინის მხარის ოკუპაცია დაიწყეს. გარდა ამისა, ანტანტის არმიამ სტრატეგიული პლაცდარმები დაიკავა მდინარის მარჯვენა ნაპირზე 18 მილის რადიუსით, ცენტრები კი შემდეგ ქალაქებში განათავსეს: კელნში — დიდმა ბრიტანეთმა, კობლენცში — აშშ-მა, ხოლო მაინცში — საფრანგეთმა. კარტოგრაფიაში ზონირებასთან დაკავშირებული შეცდომის გამო ამერიკული და ფრანგული ზონები ვერ გადაიკვეთა და შედეგად მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე მათ შორის ე.წ. გათიშვა მოხდა, რომელშიც 1919 წელს გამოცხადდა [[თავისუფალი სახელმწიფო ფლაშენჰალსი]].
 
1920 წლის მარტში [[რურის აჯანყება|რურის აჯანყების]] პასუხად [[რაიხსვერი]]ს ნაწილები რურის მხარეში შეიჭრნენ და რურის წითელ არმიასთან გააჩაღეს ბრძოლა. დემილიტარიზებულ ზონაში გერმანული ჯარების შესვლის საპასუხოდ, ფრანგულმა ჯარებმა რაინი გადალახეს და მაინის ფრანკფურტის, დერმშტადტისა და ჰანაუს ოკუპირება მოახდინეს, შემდეგ კი დუისბურგსა და ჰომბურგს შემოეწყვნენ. ფრანგული ჯარები მხოლოდ 1920 წლის მაისში გაიყვანეს ამ ქალაქებიდან.
 
1921 წლის მარტში, რაკი გერმანიას რეპარაციის გადახდა არ სურდა, ანტანტის ჯარებმა დუისბურგი, რურორტი და დიუსელდორფი დაიკავეს და იმავე წლის 21 სექტემბრამდე დარჩნენ. რაკი გერმანიამ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი რეპარაციის გადახდაზე, 1923 წლის იანვრის თვეში ფრანგული და ბელგიური ჯარები ისევ შეიჭრნენ რურის მხარეში და 1926 წლამდე დარჩნენ.
 
1919-1923 წლებში რაინელმა სეპარატისტებმა, რომელთაც საფრანგეთი უჭერდა მხარს, რამდენჯერმე სცადეს რაინლანდის გერმანიისგან მოწყვეტა და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება. თუმცა 1925 წელს ლოკარნოს შეთანხმებით, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული ევროპული საზღვრების გარანტორად რომ მიიჩნეოდა, რაინელი სეპარატისტების მოძრაობა სრულიად ჩაკვდა.
 
ანტანტის სახელმწიფოთა ჯარები რაინლანდის მიწაზე 1930 წლამდე დარჩნენ. ხელისუფლებაში [[ჰიტლერი]]ს მოსვლის შემდეგ (1933) გერმანიას დაუბრუნდა [[ზაარლანდი]] (1935), ხოლო 1936 წელს რაინის მხარემ უცხოური მილიტარიზაცია განიცადა, რაც, გარკვეულწილად, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს გაჩაღების პროლოგი გახდა.
 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაინლანდი დაიშალა. სამხრეთით მდებარე აგრარული მიწები (რაინის ღვინით ცნობილი) რაინლანდ-პფალცის შემადგენლობაში აღმოჩნდა, სამრეწველო რური კი (ნახშირსაბადოებით მდიდარი რაიონი) ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწას მიუერთდა. ქალაქი ვეცლარი ჰესენის მიწის ნაწილი გახდა.
 
== ლიტერატურა ==
*{{cite book |last=მარსდენი |first=ვალტერი |year=1973 |title=რაინლანდი |publisher=Hastings House |location=ნიუ-იორკი |isbn=0-8038-6324-1 }}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაინლანდი“-დან