რაინლანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინიატიურა|რაინლანდი (ყვითლად) '''რაინლანდი''', ''რ...
(განსხვავება არ არის)

07:16, 7 მარტი 2013-ის ვერსია

რაინლანდი, რაინის მხარე (გერმ. Rheinland) — ისტორიული მხარე რაინის შუა დინებაში, მდებარეობს თანამედროვე გერმანიაში (რაინლანდ-პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწები).

რაინლანდი (ყვითლად)

რაინისპირეთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მნიშვნელობით ნაპოლეონის მიერ წარმოებულ ომებამდე უკიდურესი სიჭრელით გამოირჩეოდა:აქ ერთმანეთში იყო არეული საეკლესიო პრელატების (კელნის, მაინცისა და ტრირის არქიეპისკოპოსების), იულიხ-კლევე-ბერგის საჰერცოგოსა და მასზე დამოკიდებული გრაფების სამფლობელობი და თავისუფალი იმპერიული ქალაქები (მაგ: აახენი).

ბაზელის ზავის (1795) შემდეგ რაინის დასავლეთით მდებარე მიწები ფრანგების მიერ ციზრაინის რესპუბლიკად გადაკეთდა, რომელიც მოგვიანებით დეპარტამენტებად დაიყო და საფრანგეთის იმპერიის შემადგენლობაში მოხვდა. ეკლესიის მიწები სეკულარიზაციას, არისტოკრატი მმართველები კი — მედიატიზაციას დაუქვემდებარეს. რაინის მეორე ნაპირზე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები 1806 წელს რაინის კავშირში გაერთიანდნენ.

1822 წელს რაინისპირა მიწები პრუსიის რაინის პროვინციას შეუერთდა დედაქალაქით კობლენცში, რომელმაც სახესხვაობებით 1946 წლამდე იარსება.

პირველი მსოფლიო ომის შედეგად რაინლანდის დემილიტარიზაცია მოახდინეს, საარი ერთა ლიგას გადაეცა სამართავად, ეიპენი და მალმედი ბელგიას ერგო. 1918 წლის დეკემბერში ანტანტის ჯარებმა კომპიენის დროებითი დაზავების თანახმად რაინის მხარის ოკუპაცია დაიწყეს. გარდა ამისა, ანტანტის არმიამ სტრატეგიული პლაცდარმები დაიკავა მდინარის მარჯვენა ნაპირზე 18 მილის რადიუსით, ცენტრები კი შემდეგ ქალაქებში განათავსეს: კელნში — დიდმა ბრიტანეთმა, კობლენცში — აშშ-მა, ხოლო მაინცში — საფრანგეთმა. კარტოგრაფიაში ზონირებასთან დაკავშირებული შეცდომის გამო ამერიკული და ფრანგული ზონები ვერ გადაიკვეთა და შედეგად მდინარე რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე მათ შორის ე.წ. გათიშვა მოხდა, რომელშიც 1919 წელს გამოცხადდა თავისუფალი სახელმწიფო ფლაშენჰალსი.