ჰიპოფიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 178.134.96.5 ცვლილებების გაუქმება (№2350670)
ხაზი 2:
'''ჰიპოფიზი''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ]]. hypophysis – მორჩი) — [[თავის ტვინი]]ს ქვედა დანამატი (hypophysis cerebri, glandula pituitaria), შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს [[ჰიპოთალამუსი]]ს ქვეშ, [[თურქული კეხი|თურქულ კეხზე]]. ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის სხეულია, რომლის სიგრძეა 8-10 მმ, სიგანე 12-15 მმ, მასა საშუალო 0,35-0,65 გ. შედგება წარმოშობით და ფუნქციით მკაფიოდ განსხვავებული 2 ნაწილისგან. წინა წილი ([[ადენოჰიპოფიზი]]) წარმოიქმნება ჩანასახოვანი პირისა და ხაზის ნაკეცისაგან. განვითარების ადრეულ საფეხურზე ჰიპოფიზი გარეგანი სეკრეციის ჯირკვლის როლს ასრულებს. ორგანიზმის მომწიფებასთან ერთად სადინარი იხურება და ჰიპოფიზის წინა წილი წმინდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლად ყალიბდება. უკანა წილი ([[ნეიროჰიპოფიზი]]) უფრო გვიან ჩნდება და ტვინის მესამე პარკუჭის კედლის გამონაზარდს წარმოადგენს, ანატომიურად ჰიპოთალამუსთანაა დაკავშირებული.
== დანიშნულება ==
ჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს სომატოტროპულ ანუ ზრდის ჰორმონს, თირეოტროპულ ჰორმონს ([[ფარისებრი ჯირკვალი|ფარისებრი ჯირკვლის]] მიერ ჰორმონების გამოყოფის სტიმულატორი), გონადოტროპულ ჰორმონებს-ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს, მალუტეინიზირებელ ჰორმონს და ლაქტოგენურ ჰორმონს (სასქესო ჯირკვლების შიდასეკრეციული ფუნქციის სტიმულატორები). ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს აგრეთვე ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ), რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქული წილის ჰორმონების (კორტიკოიდების) გამოყოფას ასტიმულირებს.
=== ჰიპოფიზის უკანა წილი ===
ჰიპოფიზის უკანა წილი მონაწილეობს [[ნეიროსეკრეცია]]ში - ჰიპოთალამუსის მიერ განსაკუთრებული ჰორმონების - [[ვაზოპრესინი]]სა და [[ოქსიტოცინი]]ს გამომუშავებაში, რომლებიც ჰიპოთალამუსის ნეირონებში წარმოიქმნებიან არააქტიური სახით, გადადიან ჰიპოფიზში და განსაკუთრებული ნივთიერებების, ე.წ. [[რილიზინგ-ფაქტორები]]ს მეშვეობით გადაინაცვლებენ სისხლში. [[ვაზოპრესინი]] ანუ ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის დისტალური მილაკების მიერ წყლის უკუშეწოვას არეგულირებს, გარდა ამისა, მასტიმულირებელ გავლენას ახდენს გლუვ კუნთებზე. ჰორმოზი ოქსიტოცინი ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას საშვილოსნოს კედლის კუმშვის უნარზეც ახდენს, ამიტომ მისი გამოყოფა სისხლში ძლიერდება [[ორსულობა|ორსულობის]] ბოლო პერიოდში და მშობიარობის დროს. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონებს ამჟამად სხვა ფუნქციებსაც მიაწერენ, კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ვაზოპრესინი და განსაკუთრებით ოქსიტოცინი ნერვულ მედიატორებს ან მოდულატორებს წარმოადგენენ.
=== ჰიპოფიზის შუა წილი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოფიზი“-დან