ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია''' — [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] სპეციალური დაწესებულება. მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა [[1948|1948 წელს]]. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის [[საქართველო]]. [[შტაბ-ბინა]] მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ [[ჟენევა]]ში. გენერალური დირექტორია [[მარგარეტ ჩანი]]. ორგანიზაციის მიზანია ყველა ხალხის მიერ ჯანდაცვის მაღალი დონის მიღწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ შემოიფარგლება სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლით, იგი წყვეტს, აგრეთვე, სოციალურ პრობლემას საერთაშორისო მასშტაბით (ცალკეული სახელმწიფოებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, სამედიცინო კვლევების ხელშეწყობა და სხვ). იგი სისტემატურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის დიდძალ სტატისტიკურ ინფორმაციას (მაგ., შობადობას, ეპიდემიებს, ტრავმატიზმს, სხვადასხვა დაავადებათა შესახებ).<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7584 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი]</ref>
 
ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევა. აღნიშნულის განხორციელებას ემსახურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია „ჯანმრთელობა ყველასათვის 21-ე საუკუნეში“, რომელიც მიღებულ იქნა [[1998|1998 წელს]]. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს [[ადამიანი|ადამიანთა]] [[ჯანმრთელობა|ჯანმრთელობის]] ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ადამიანს იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. [[ჯანმრთელობა]] აღიქმება, როგორც ადამიანური განვითარების უმთავრესი კომპონენტი.<ref>[http://mfa.gov.ge/index.php?sec_id=572&lang_id=GEO ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო]</ref>
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგება ორგანიზაციის წევრი 30 სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა; კომიტეტი იკრიბება წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. ფუნქციონირებს, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონალური ორგანიზაცია: [[დანია]]ში ([[კოპენჰაგენი]]), [[აშშ]]-ში ([[ვაშინგტონი]]), სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ([[დელი]]), [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] აღმოსავლეთ რეგიონში ([[ალექსანდრია]]), [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] დასავლეთ რეგიონში ([[მანილა]]), [[აფრიკა]]ში ([[ბრაზავილი]]).<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7584 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი]</ref>
ხაზი 7:
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია]]
[[კატეგორია:1948 წელს დაარსებული კომპანიები]]
 
[[af:Wêreldgesondheidsorganisasie]]