კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
{{სიუჟეტი}}
 
მას შემდეგ, რაც პრაღაში[[პრაღა]]ში წარმატებულად იქნა განადგურებული ორი დამნაშავე, ბონდი ხდება აგენტი 007. მას ავალებენ ერთ-ერთი ორგანიზაციის პორვნასპოვნას და ტერორისტ მოლაკას დაკითხვას, რომელიც [[მადაგასკარი|მადაგასკარზე]] იმყოფება. მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად მიმდინარეობს. მოლაკა გარბის, ბონდი ცდილობს მის დაჭერას, მშენებლობაზე იწყება ჩხუბი, ხოლო მოლაკა იმალება თავისი ქვეყნის, ნამბუტუს საელჩოში. ბონდი სცემს ნამბუტუს ელჩს. რათა იქაურობა დატოვოს, იგი იძულებულია, მოკლას მოლაკა. მაგრამ მას თან აქვს დამნაშავის მობილური ტელეფონი, რომლითაც პოულობს ბაჰამის კუნძულებზე მყოფ ტერორისტ დიმიტრიოსს. ბონდი მიემართება კუნძულებზე და გაიცნობს დიმიტრიოსის მეუღლე სოლანჟს. მისგან ჯეიმზი დაადგენს, რომ დიმიტრიოსი მაიამიში გადაფრინდა. ბონდი მას მიჰყვება, მაგრამ დიმიტრიოსი აღმოაჩენს, რომ უთვალთვალებენ, ცდილობს ჯეიმზის მოკლავს, მაგრამ საბოლოოდ თავად იღუპება. სიკვდილის წინ იგი მობილური ტელეფონიდან აგზავნის იგივე გზავნილს, რაც მანამდე მოლაკმა გააგზავნა. ორივე გზავნილი განკუთვნილია პიროვნებისათვის, რომელიც ავიალაინერის აფეთქებას ცდილობს - ეს გეგმა ითვალისწინებს მისი მფლობელი ავიაკომპანიისადმი ნდობის დაკარგვას. თუმცა ბონდის ძალისხმევით, აფეთქებები აღკვეთილია.
 
MI-6-ისათვის ცნობილი ხდება, რომ დიმიტროსი პირდაპირ კავშირში იყო ლე შიფრთან, ტერორისტულ დაჯგუფებათა მსხვილ ბანკირთან, რომელსაც აფრიკელი ტერორისტების ვალი დარჩა - 106.206.000 აშშ დოლარი. რა „დაიბრუნოს“ ეს ფული, ლე შიფრი აწყობს პოკერის ტურნირს ცნობილ კაზინო როიალში, რომელიც ჩერნოგორიაში მდებარეობს. MI-6 იქ ბონდს მიავლენს, როგორც ბანქოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს. ფულს, რომელიც ბონდს ტურნირზე მოსახვედრად სჭირდება, აგენტს გადასცემს იდუმალი ვესპერ ლინდი. თამაშის მსვლელობისას ჯეიმზი აღმოაჩენს, რომ ლე შიფრი სხვა მოთამაშეთა მოტყუებისას ნერვული ქცევით გამოირჩევა. ერთ-ერთი შესვენებისას ბონდი, მატისის დახმარებით, ლე შიფრის ინგალატორზე ამაგრებს სათვალთვალო ჩიპს. მისი დახმარებით ის დაადგენს ტერორისტის სასტუმროს ნომერს, მიემართება იქ და ესმის ყვირილები. ვესპერს და მას თავს ესხმის ორი უგანდელი აჯანყებული, რომლებიც ასევე მოატყუა ლე შიფრმა. ბონდი ორივეს კლავს. თამაშის ერთ-ერთი პარტიისას ჯეიმზს წამლავენ, მაგრამ ვესპერისა და MI-6-ის დახმარებით, იგი გადაურჩება გულის გაჩერებას. შემდეგი თამაშისას ბონდი ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ მთელ თანხას აგებს. იგი ვარაუდობს, რომ მის გეგმებზე ლე შიფრს ვიღაცამ უამბო.