ჯანსუღ კახიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
149.3.126.231-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 14:
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.conservatoire.edu.ge/index.php?sec_id=640&lang_id=GEO ჯანსუღ კახიძის ბიოგრაფია საქართველოს კონსერვატორიის საიტზე]
წარმომადგენელია. მან დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1963 წ. სპეციალობით სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ო.დიმიტრიადის კლ) და სწავლა განაგრძო მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან.
 
1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1957-62 წწ). სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1962-71 წწ), მთავარი დირიჟორი (1965-68 წწ) და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-2002 წწ). 1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში; აღსანიშნავია, რომ მისი პოლონეთში მოღვაწეობის პერიოდში პირველად დაიდგა საზღვერგარეთ ქართული ოპერა ზ.ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”.
 
1973-1993 წწ ჯ.კახიძე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. 1993 წლიდან კი ჩამოაყალიბა ”თბილისის სიმფონიური ორკესტრი”. ჯ,კახიძის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: რუსეთში, სასომხეთში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში, რუმინეთში, უკრაინაში, გერმანიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში საფრანგეთში, შვეიცარიაში, თურქეთში, ლუქსემბურგი და სხვ. იგი კონცერტებს მართავდა მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. მათ შორის: ლონდონის საფესტივალო დარბაზი, პარიზის სალ პლეიელის საკონცერტო დარბაზი და ელისეს ველების თეატრი, მილანის ლასკალას თეატრი, რომის წმ. სესილის აკადემიის მუსიკალური აკადემიის დარბაზი, ამსტერდამის კონცერხებაუ, ბერლინის ფილარმონია, ლაიფციგის გევანდჰაუზი, ათენის მეგარონის საკონცერტო დარბაზი, ნიუ იორკის ლინკოლნის ცენტრი, სიდნეის ოპერა, მელბურნის ფილარმონია, ტოკიოს ბუნკამარა და ბევრი სხვა.
 
ჯ.კახიძეს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა სახელგანთქმულ ორკესტრებთან; მათ შორის: სანქტ-პეტერბურიგს ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი, მოსკოვის ფილარმონიის აკადემიური სიმფონიური ორკესტრი, პრაღის, და ბოსტონის სიმფონიური ორკესტრები, ვაშინგტონის ნაციონალური და სან დიეგოს სიმფონიური ორკესტრები, ლონდონის ფილარმონიის ორკესტრი, ბი-ბი-სის სიმფონიური ორკესტრი, შოტლანდიის ნაციონალური სამეფო ორკესტრი, ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი, გევანდჰაუზის სიმფონიური ორკესტრი, დრეზდენის ფილარმონიის ორკესტრი, გერმანიის სიმფონიური ორკესტრი, ლასკალას სიმფონიური ორკესტრი, რომის ნაციონალური ოპერის ორკესტრი, გენუის ოპერის ორკესტრი, ბოლონიის ოპერის ორკესტრი, ტოსკანის სიმფონიური ორკესტრი, ამსტერდამის ფილარმონიის ორკესტრი, ჰააგის ფილარმონიის ორკესტრი, ვრედენბურგის რადიო-ფილარმონიის ორკესტრი.
 
მასთან თანამშრომლობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსები: ფრეირი, პოგორელიჩი, კუპერი, დონაჰიუ, ლეგრანი, ბლეკშოუ, დუშაბლი, რუდი, ლეონსკაია, ნეიჰაუზი, კერერი, კრაინევი, პლეტნიოვი, პეტროვი, გავრილოვი, ალექსეევი, ვიარდო, ოვჩინიკოვი, სლობოდიანიკი, კისინი, ვირსალაძე, თორაძე, კორსანტია, ამირეჯიბი, ანჯაფარიძე, დოიჯაშვილი, ბოლქვაძე, ვაჩნაძე, ოისტრახი, კაგანი, სპივაკოვი, ტრეტიაკოვი, რეპინი, ვენგეროვი, კრემერი, პესკანოვი, რახლინი, მახტინი, გლუზმანი, სიტკოვეცკი, ბერლინსკი, ჩებოტარიოვა, ლოკვუდი, ისაკაძე, მ. და ნ. იაშვილი, ბათიაშვილი, მდინარაძე, როსტროპოვიჩი, გუტმანი, მაისკი, კნიაზევი, მონიგეტი, გაბარაშვილი, ბაშმეტი, გარბარეკი, ლეტიეკი, ბრუნერი, მარკი, დიმიტროვა, მარტინუჩი, ატლანტოვი, ობრაზცოვა, სოტკილავა, ქასრაშვილი, ანჯაფარიძე, ანდღულაძე, ტატიშივილი, ჭყონია, ბურჭულაძე, მაისურაძე, ალიბეგაშვილი, ათანელი, ლამორისი, ჯავახიშვილი, გუგუშვილი, გამგებელი, ხომერიკი, გურგენიძე, შომახია, ონიანი, სურგულაძე და მრავალი სხვა.
 
ჯ. კახიძის ინიციატივით და ძალისხმევით თბილისში გაიხსნა სიმფონიური მუსიკის ახალი დარბაზი (1989 წ), რომლსაც დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრი ეწოდება. იგი ამ ცენტრის პრეზიდენტი გახლდათ გარდაცვალების დღემდე (2002).
 
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მიერ დაარსდა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” (1993 წ). ყოველწლიურად მისი სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები. აგრეთვე მან მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ბაზაზე შექმნა საქართველოში პირველი პროფესიული ბიჭუნათა გუნდი (2000 წ).
 
ჯ. კახიძის სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად.
 
1995 წელს მას გადაეცა თბილისის მერიის სპეციალური პრიზი კულტურის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. 1996 წელს იგი გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. გარდა ამისა იგი ქალაქ ლოძის (პოლონეთი) საპატიო მოქალაქეა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანსუღ_კახიძე“-დან