გიორგი ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან "ავესტა" (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს ("ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო", 1914).
 
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში" (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], სხვა ორდენებითა და მედლებით.