კოლონიალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს გაჩაღებაში კოლონიებისა და გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის ბრძოლას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. დამარცხებულმა [[გერმანია]]მ მთლიანდ დაკარგა თავისი კოლონიები. კოლონიური სისტემის კრიზისის ახალი ეტაპი გაიშალა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში და განსაკუთრებით ომის შემდგომ წლებში.
 
[[1956]]-[[1965]] წლებში [[აფრიკა]]ში სახელმწიფო სუვერენიტეტი მოიპოვა 33 ქვეყანამ.<ref name="qse">{{ქსე|5|587-588||არა}}</ref> ისტორიულად კოლონიალიზმი ევროპის სახელმწიფოების სახელთან არის დაკავშირებული და მთელი დანარჩენი მსოფლიო, [[აზია|აზიის]] რამდენიმე და [[აფრიკა|აფრიკის]] ორი ([[ეთიოპია]] და [[ლიბერია]]) ქვეყნის გარდა, სხვადასხვა დროს [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნების კოლონია იყო.
 
მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: [[პორტუგალია]], [[ესპანეთი]], [[ჰოლანდია]], განსაკუთრებით კი [[დიდი ბრიტანეთი]] და [[საფრანგეთი]], კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე [[ბელგია]], [[გერმანია]], [[იტალია]], [[აშშ]] და [[იაპონია]]. ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კოლონიალიზმი როგორც სისტემა აღარ არსებობს.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=4711 კოლონიალიზმი – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლონიალიზმი“-დან