სიმსივნე: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  7 წლის წინ
სიმსივნის ქსოვილოვანი წარმოშობა და ხასიათი ასახულია მათ სახელწოდბებში - ქსოვილის სახელს, რომლისგანაც ვითარდება სიმსივნე ემატება დაბოლოება "ომა". მაგალითად, ფიბრომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე. განვითარებულია შემაერთებელი ქსოვილისაგან; მიომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე განვითარებულია კუნთოვანი ქსოვილისაგან. ზოგიერთი სიმსივნე განსაკუთრებულ სახელს ატარებს, მაგალითად, ეპითელიუმური ქსოვილისაგან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს [[კარცინომა]] ეწოდება. ([[ბერნული ენა|ბერძნულად]] καρκίνος - კიბო) ხოლო შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებულს - [[სარკომა]]. ზოგ ქვეყანაში ყველა ავთვისებიანი სიმსივნე კიბოს (კანცერის) სახელწოდებითაა ცნობილი.
==== დიფერენციაცია ====
კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანიებშიორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების - [[მეტასტაზები]]ს გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი).
<br />
სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად.
ანონიმური მომხმარებელი