კოლონიალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
'''კოლონიალიზმი''' — ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრისა და იმპერიალისტური ქვეყნისათვის მათი დამორჩილების პოლიტიკა. კოლონიები თავდაპირველად წარმოადგენდნენ სავაჭრო, სამიწათმოქმედო, სამესაქონლეო და სამხედრო-სამიწათმოქმედო ტიპის დასახლებებს, რომლებიც იქმნებოდა უმთავრესად ანტიკურ ეპოქაში რომელიმე ქვეყნის მცხოვრებთა მასობრივი მიგრაზიის გზით. ეს კოლონიები, როგორც წესი, მეტროპოლიებისგან დამოუკიდებელი იყვნენ, ანდა მათი მოსახლეობა ისეთსავე მდგომარეობაში იყო, როგორც მეტროპოლიებში. თავისებურ კოლონიურ პოლიტიკას ატარებდნენ ჯერ კიდევ [[ძველი რომი|რომი]] და სხვა მონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც მიზნათ ისახავდნენ დაპყრობილი ქვეყნების ძარცვასა და მონების ხელში ჩაგდებას. ფეოდალიზმის ეპოქაში [[XV საუკუნე|XV საუკუნემდე]] კოლონიური პოლიტიკა არ იყო დიდად განვითარებული, რადგანაც ნატურალური მეურნეობა ვერ ქმნიდა სათანადო სავაჭრო-ეკონომიკურ პირობებს.
 
მნიშვნელოვანი მასშტაბის კოლონიური დაპყრობები დაიწყო ჯერ კიდევ კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში, [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]]ს დროს. პირველი კოლონიური იმპერიები — ესპანეთისა და პორტუგალიისა შეიქმნა [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]]ს კვალდაკვალ. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] ბოლოსა და [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] დასაწყისში, როგორც მსხვილი კოლონიური სახელმწიფო დაწინაურდა [[ჰოლანდია]], რომელმაც [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებში დაიპყრო პორტუგალიური კოლონიების უმრავლესობა აღმოსავლეთში. ნიდერლანდის კოლონიური ჰეგემონია დაამხო [[ინგლისი|ინგლისმა]] ინგლის-ჰოლანდიის ომების შედეგად.
 
XVI საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში კოლონიური დაპყორობების გზას დაადგა საფრანგეთი. კაპიტალის პირველადი დაგროვების ეპოქაში კოლონიურ პოლიტიკას ახორციელებდნენ სპეციალურად შექმნილი მსხვილი სავაჭრო კომპანიები. კოლონიური პოლიტიკა იყო უზარმაზარი მოგების წყარო, ამავე დროს ის ახდენდა სხვადასხვა სახის ზემოქმედებას მეტროპოლიებზე.
 
 
[[an:Colonialismo]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლონიალიზმი“-დან