დიპლომატია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 2 მარტი, 2013}}
[[ფაილი:UN building, Genevra.jpg|მინი|270პქ|[[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] შენობა.]]
'''დიპლომატია''' — საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. სხვაგვარად, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა და საგარეო ურთიერთობის ორგანოთა ოფიციალური საქმიანობა საგარეო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საზღვარგარეთ. ტერმინი „დიპლომატია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „diplōma“ — წარწერებიანი ორკეცი დაფა, რომელიც [[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]] რწმუნებულების საბუთად ეძლეოდა სხვა ქვეყანაში გაგზავნილ დესპანს; თანამედროვე მნიშვნელობით დამკვიდრდა [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოს. დიპლომატია წარმოიშვა სახელმწიფოსთან ერთად. მისი მიზანდასახულობა და მეთოდები შეესაბამება სახელმწიფოს არსს და პოლიტიკურ რეჟიმს.<ref name="qse" />
 
მონათმფლობელური სახელმწიფოს დიპლომატია ემსახურებოდა ერთ ქვეყანასთან კავშირის შეკვრას მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, რამაც განაპირობა [[ელჩი|ელჩების]] გაგზავნისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების პრაქტიკა. მანევრირებითა და ცბიერებით გამოირჩეოდა ანტიკური რომის დიპლომატია; [[ფეოდალიზმი]]ს ეპოქაში ეს ტრადიციები განავითარა [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და [[რომის პაპების სია|რომის პაპების]] დიპლომატიამ; [[ბიზანტია]]მ შემოიღო მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობანი საზღვარგარეთ და რთული დიპლომატიური ეტიკეტი.<ref name="qse">{{ქსე|3|563-564|ჟვანია გ., ნაკაშიძე ნ.|არა}}</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat-inline|Diplomacy}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/164602/diplomacy დიპლომატია – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიპლომატია“-დან