ოჯახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 1 მარტი, 2013}}
[[ფაილი:Angelo Bronzino 029.jpg|მინი|ოჯახი, ნახატი]]
[[ფაილი:Georgische Familie.jpg|მინი|ვაჟა-ფშაველას ოჯახი]]
'''ოჯახი''' — ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით და მორალური პასუხისმგებლობით. ოჯახის სოციალურ აუცილებლობას განაპირობებს საზოგადოების ფიზიკური და სულიერი განახლების მოთხოვნილება. ამ სოციალური ერთეულის ბიოლოგიურ საწყისს [[ქორწინება]] და [[შობადობა]] წარმოადგენს. ოჯახი საზოგადოების სპეციფიური ქვესისტემაა, რომელიც უერთიერთგანმსაზღვრელ კავშირშია [[საზოგადოება|საზოგადოების]] სხვა ქვესისტემებთან (თუმცა გარკვეული დამოუკიდებლობითაც ხასიათდება); მას აქვს განვითარების ფაზები და ოჯახის წევრთა გარკვეული სტრუქტურა.
ხაზი 8:
ოჯახი აღმოცენდა [[პირველყოფილი საზოგადოება|პირველყოფილ საზოგადოებაში]] (შუა პალეოლითი) ქორწინების, როგორც სოციალური ინსტიტუტის, წარმოშობის კვალდაკვალ. [[ქორწინება|ქორწინებისა]] და ოჯახის, როგორც სოციალური მოვლენის, პირველი ფორმა იყო წყვილადი ოჯახი (ერთი წყვილის არა მარტო სქესობრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კავშირი, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული ჯგუფობრივი სქესობრივი ურთიერთობა). მაგრამ წყვილადი ოჯახი, მტკიცე არ იყო და ადვილად იშლებოდა. ამას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის განვითარების ამ საფეხურზე [[ადამიანი|ადამიანთა]] შრომითი და ყოფა-ცხოვრებითი ერთობის ფორმას, ძირითად სოციალურ ორგანიზმს, [[გვარი]] წარმოადგენდა.
 
თანამედროვე ტენდენციებისა და განსაკუთრებით დასავლეთის საზოგადოების რეალობის გათვალისწინებით, ოჯახი განიმარტება შემდეგნაირად: „ოჯახი არის დაქორწინებული მეუღლეები შვილებით ან მათ გარეშე, ან მარტოხელა მშობელი შვილით“. ამგვარად, ოჯახი არის [[საზოგადოება|საზოგადოების]] უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი) დაფუძნებული ცოლ-ქმრულ კავშირსა და ნათესაურ ურთიერთობებზე, ანუ იგი მოიცავს ცოლქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, დებსა და ძმებს შორის და სხვა ნათესავებს შორის ურთიერთობებს, ურთიერთობებს იმ [[ადამიანი|ადამიანებს]] შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და უძღვებიან საერთო მეურნეობას. ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი [[საზოგადოება|საზოგადოების]] ცხოვრებაში. ოჯახი სოციალურ–ბიოლოგიურისოციალურ-ბიოლოგიური წარმონაქმნია. მას განაპირობებენ, როგორც სოციალური, ასევე ბიოლოგიური მოთხოვნილებები (სქესობრივი ინსტიქტები).<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1970 ოჯახი – ენციკლოპედიური ლექსიკონი]</ref>
 
საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი [[ქალი]]სა და [[მამაკაცი]]ს ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1970 ოჯახი – ენციკლოპედიური ლექსიკონი]</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat-inline|Family}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/201237/family ოჯახი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
 
== ლიტერატურა ==
Line 16 ⟶ 22:
* ნადარეიშვილი მ., ქართული საოჯახო სამართლის ისტორიიდან, თბ., 1965;
* ჭყონია ი., ქორწინების ინსტიტუტი მთიულეთში, თბ., 1955.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ოჯახი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოჯახი“-დან