ოჯახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ოჯახის [[საზოგადოება|საზოგადოებრივი]] მნიშვნელობა გამომდინარეობს მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან, რომლებიც მთელი საზოგადოებისა თუ პიროვნების მოთხოვნილებების განვითარების კვალდაკვალ იცვლება. ერთი რიგის ფუნქციები თითქმის მუდმივად ინარჩუნებენ ძირითადობას, მეორენი, სხვადასხვა კულტურულ-ისტორიულ თუ სოციალურ-ეკონომიკური წყობის პირობებში, სხვადასხვა ძალით მოქმედებენ ან ქრებიან. მესამენი კი თანდათან მზარდ [[საზოგადოება|საზოგადოების]] მნიშნელობას იძენენ.
 
ოჯახი აღმოცენდა [[პირველყოფილი საზოგადოება|პირველყოფილ საზოგადოებაში]] (შუა პალეოლითი) ქორწინების, როგორც სოციალური ინსტიტუტის, წარმოშობის კვალდაკვალ. [[ქორწინება|ქორწინებისა]] და ოჯახის, როგორც სოციალური მოვლენის, პირველი ფორმა იყო წყვილადი ოჯახი (ერთი წყვილის არა მარტო სქესობრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კავშირი, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული ჯგუფობრივი სქესობრივი ურთიერთობა). მაგრამ წყვილადი ოჯახი, მტკიცე არ იყო და ადვილად იშლებოდა. ამას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის განვითარების ამ საფეხურზე [[ადამიანი|ადამიანთა]] შრომითი და ყოფა-ცხოვრებითი ერთობის ფორმას, ძირითად სოციალურ ორგსნიზმსორგანიზმს, [[გვარი]] წარმოადგენდა.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოჯახი“-დან