ოჯახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|Otogi| 1 მარტი, 2013}} '''ოჯახი''' — ქორწინე...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 1 მარტი, 2013}}
'''ოჯახი''' — ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით და მორალური პასუხისმგებლობით. ოჯახის სოციალურ აუცილებლობას განაპირობებს საზოგადოების ფიზიკური და სულიერი განახლების მოთხოვნილება. ამ სოციალური ერთეულის ბიოლოგიურ საწყისს [[ქორწინება]] და [[შობადობა]] წარმოადგენს. ოჯახი საზოგადოების სპეციფიური ქვესისტემაა, რომელიც უერთიერთგანმსაზღვრელ კავშირშია საზოგადოების სხვა ქვესისტემებთან (თუმცა გარკვეული დამოუკიდებლობითაც ხასიათდება); მას აქვს განვითარების ფაზები და ოჯახის წევრთა გარკვეული სტრუქტურა.
 
 
 
ოჯახის საზოგადოებრივი მნიშვნელობა გამომდინარეობს მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან, რომლებიც მთელი საზოგადოებისა თუ პიროვნების მოთხოვნილებების განვითარების კვალდაკვალ იცვლება. ერთი რიგის ფუნქციები თითქმის მუდმივად ინარჩუნებენ ძირითადობას, მეორენი, სხვადასხვა კულტურულ-ისტორიულ თუ სოციალურ-ეკონომიკური წყობის პირობებში, სხვადასხვა ძალით მოქმედებენ ან ქრებიან. მესამენი კი თანდათან მზარდ საზოგადოების მნიშნელობას იძენენ.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოჯახი“-დან