სკორპიონსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 117:
ახალგაზრდობაში [[რუდოლფ შენკერი]] აცხადებდა, რომ იგი [[როლინგ სტოუნზი]]ს დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო [[კლაუს მაინე]]ს სიმპატიები უფრო მეტად [[ბითლზი]]საკენ იხრებოდა. ორივე შემთხვევაში ისინი არჩევდნენ, [[როკ-მუსიკა|როკი]] ყოფილიყო ნაკლებად აგრესიული. მრავალი წლის განმავლობაში შენკერი უკრავდა მისთვის დამახასიათებელ განსაზღვრულ სტილს [[გიტარა]]ზე, რასაც განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩენს მისი სოლოები სიმღერებში [[Still Loving You]] და [[Wind of Change]]. გარდა ამისა, ჯგუფი საკმაოდ სწრაფად ითავისებდა ამ გავლენებს და ქმნიდა საკუთარ სტილს. მათი სადებიუტო [[ალბომი|ალბომში]] ''[[Lonesome Crow]]'' იგრძნობა კრაუტროკის ძლიერი გავლენა, რომელიც იმ დროისთვის პოპულარული იყო [[გერმანია]]ში.<ref name=Krautrock>მიჩკა ასაიესი. ''Dictionnaire du rock'', ტომი 2 - M-Z, Collection Bouquins, Р. ლაფონტი, 2000</ref> მათი შემდგომი ალბომში ''[[Fly to the Rainbow]]'' უფრო მეტი როკის ჟღერადობის სიმღერაა, ვიდრე პირველში (მაგალითად გამოდგება სიმღერა Speedy's Coming). ჯგუფი შემოიფარგლა მხოლოდ კრაუტროკის დაკვრით შემდგომ ალბომში ''[[In Trance]]''. [[მუსიკალური პროდიუსერი|პროდიუსერ]] დიტერ დირკსის გავლენით ჯგუფის სტილი უფრო ღრმა და ლირიკული გახდა. ამ დროისთვის მუსიკის შექმნაში გიტარაზე შენკერს ეხმარებოდა [[ულრიხ როთი]], რომლის სტილი ხასიათდება [[ნეო-კლასიკური მეტალი|ნეო-კლასიციზმით]]. მასზე დიდი გავლენა იქონია [[ჯიმი ჰენდრიქსი|ჯიმი ჰენდრიქსმა]]. სხვა შემსრულებლები, რომელთაც სკორპიონსის მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებაზე იქონიეს გავლენა, იყვნენ [[ლედ ზეპელინი]] და [[დიფ ფარფლი]]. სკორპიონსი ქმნიდა იმ ჯგუფების სტილის ნარევ მუსიკას, რომლებიც უკრავდნენ მძიმე და მელოდიურ როკს, ხშირად შეთავსებულს [[პროგრესული როკი|პროგრესულ როკთან]]. საბოლოოდ, ჯგუფის [[მუსიკა]] იქმნებოდა კლაუს მაინეს [[ვოკალი]]თ, გამყარებული რუდოლფ შენკერის სოლოებითა და ულრიხ როთის მძიმე რიფებით.
 
როთის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ სკორპიონსის სტილმა მოდერნიზაცია განიცადა. ეს ცვლილებები აისახა [[1979]] წლის ალბომში ''[[Lovedrive]]''. ჯგუფში მოსული ახალი გიტარისტი [[მათიას იაბსი]] უკრავდა უფრო მელოდიურ როკს, ვიდრე როთი. დაკვრის მისეული სტილი ახლოსაა [[ვან ჰალენი]]ს სტილთან, გარდა ამისა, როთის წასვლამ შენკერსა და მაინეს საშუალება მისცა, გაეკონტროლებინათ სიმღერების შექმნის პროცესი.<ref name=TheAlbumLovedrive/> ხმის ეს ჟღერადობა განვითარდა და გახდა ჯგუფის საერთაშორისო წარმატების სინონიმი. [[1988|1988 წლის]] ალბომი ''[[Savage Amusement]]'' გათვლილი იყო უფრო მეტად კომერციული მიზნებისთვის: ალბომში თავმოყრილი იყო ნაკლები როკი და მეტი იმ დროისთვის თანამედროვე ჟანრი. ეს ალბომი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი გამოსვლის წინ ჯგუფმა დაითხოვა მათი პროდიუსერი დიტერ დირქსი, მაგრამ უმნიშვნელო მოვლენა იყო შემდეგი ალბომის წარმატების ფონზე. [[1990]] წელს გამოშვებული ალბომით ''[[Crazy World]]'' სკორპიონსი დაუბრუნდა თავის კლასიკურ ჟღერადობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს ალბომი უფრო მეტად ახლოსაა [[განზ-ენ-როუზიზიGuns N' Roses]]-ის სტილთან, კომპოზიციებს ამ ალბომიდან ახასიათებთ უხეში მძიმე საგიტარო რიფები, რომლებიც ალბომების ''[[Blackout]]'' და ''[[Love at First Sting]]'' ჟღერადობის მსგავსია. ალბომის ''Crazy World'' დიდი წარმატების შემდეგ სკორპიონსის, როგორც მელოდიურმა როკ-ჯგუფის, პოპულარობამ კლება დაიწყო [[გრანჟი]]ს შემსრულებელი ჯგუფების სასარგებლოდ. მომდევნო წლებში ჯგუფმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სტილი. კლაუს მაინეს მიერ დაწერილი ათიდან რვა სიმღერის ტექსტი სიყვარულს უკავშირდება.<ref name=RockYourLife>{{cite book |ref= |year=2009 |author=რუდოლფ შენკერი |authorlink=რუდოლფ შენკერი |coauthors=და სხვები |url=http://www.rockyourlife-yeah.com/ |title=Rock Your Life|publisher=FinanBuch Verlag GmbH |location=მიუნჰენი, გერმანია |isbn=3868820191}}</ref>
 
[[1993]] - [[2001]] წლებში გამოშვებული ალბომებით სკორპიონსი შეეცადა, შეექმნა როკისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მრავალი სტილის მუსიკა, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი იმ პერიოდის ალბომებს, ''[[Face the Heat]]'', ''[[Pure Instinct]]'', ''[[Moment of Glory]]'' და ''[[Acoustica]]'', [[მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვების სერტიფიკაცია|მიეღოთ ოქროსა და პლატინის სტატუსები]]. ალბომის ''[[Unbreakable]]'' გამოშვებით [[2004]] წელს ჯგუფი დაუბრუნდა თავის თავდაპირველ სტილს. როკ სცენაზე დაბრუნება განაგრძეს ალბომით ''[[Humanity: Hour I]]'', მიუხედავად იმისა, რომ ამ ალბომში იგრძნობა ზოგიერთი თანამედროვე სტილის გავლენა, მაგალითად, როგორიცაა [[ნიუ მეტალი]]. [[2010]] წლის დასაწყისში გამოდის ჯგუფის ბოლო ალბომი ''[[Sting in the Tail]]'', რომლის ჟღერადობა სრულად ემთხვევა ჯგუფის მუსიკის ჟღერადობას [[1980-იანები|1980-იან წლებში]].<ref name="Sting in the Tailallmusic">{{cite web |url=http://www.allmusic.com/album/r1728244 |title=ალბომის ''Sting in the Tail'' მიმოხილვა |accessdate=2010-11-15 |author=ტომ იურეკი |publisher=Allmusic}}</ref>
 
=== გავლენა და მემკვიდრეობა ===
სკორპიონსი ითვლება ერთ-ერთ პიონერად [[როკ-მუსიკა]]ში, გაყიდული 100-დან<ref name=radiobremen/><ref name=eventim/><ref name=ffh/> 150-მდე<ref name=foxnews/><ref name=billboardSFFFFF/> მილიონი [[ალბომი]]თ [[მსოფლიო]]ს მასშტაბით, აქედან 10,5 მილიონი მხოლოდ [[აშშ]]-ში.<ref>{{cite web |url=http://www.riaa.com/goldandplatinumdata.php?resultpage=3&table=tblTopArt&action= |title=ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლები |accessdate=2011-01-28 |author=RIAA |authorlink=RIAA |publisher=riaa.com}}</ref> სკორპიონსი ითვლება ყველაზე პროდუქტიულ [[გერმანელები|გერმანულ]] [[როკ-ჯგუფი|როკ-ჯგუფად]] [[კონტინენტი|კონტინენტური]] [[ევროპა|ევროპიდან]].<ref name=AllMusic>{{cite web |url=http://www.allmusic.com/artist/p5370 |title=სკორპიონსის ბიოგრაფია |accessdate=2010-10-26 |author=ბარი ვებერი |publisher=[[Allmusic]]}}</ref> სკორპიონსი იყო პირველი არა ანგლოსაქსური ჯგუფი, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია და ნიადაგი მოუმზადა ჯგუფების გამოსვლას ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა [[გერმანია]], [[სკანდინავია]] და [[ბრაზილია]]. გერმანიაში ჩამოყალიბდა მრავალი ჯგუფი. მათმა მუსიკამ, სიმღერებმა, რომლებშიც რიფები იქმნება [[ელექტრო გიტარა]]ზე, გავლენა მოახდინა ისეთ შემსრულებლებზე, როგორებიც არიან: [[მეტალიკა]], [[სმეშინგ პამპკინსი]], დოკენი, [[Def Leppard]], [[აირონ მეიდენი]], [[ბონ ჯოვი]], ალექს სკოლნიკი<ref>{{cite web |url=http://www.vintageguitar.com/features/artists/details.asp?AID=2234 |title=ალექს სკოლნიკი სკორპიონსის შესახებ |date=2006-09-06|accessdate=2010-07-02 |author=უილი მოსლი |publisher=vintageguitar.com}}</ref> და [[განზ-ენ-როუზიზიGuns N' Roses]].<ref name=RockYourLife/> მეტალიკა, ვან ჰალენი, ბონ ჯოვი, Def Leppard და აირონ მეიდენი მათი კარიერის დასაწყისში ხშირად გამოდიოდნენ სცენაზე სკორპიონსის კონცერტების გამხსნელ ჯგუფებად.<ref>{{cite web |url=http://www.laut.de/Scorpions |title=სკორპიონსის ბიოგრაფია |accessdate=2010-11-06 |publisher=laut.de}}</ref> ზოგიერთი ცნობილი შემსრულებელი, რომელთაც სკორპიონსის ქავერები აქვს შესრულებული, არიან: რობ ჰალფორდი (Blackout), [[System of a Down]] (Coming Home), [[ბრიუს დიკინსონი]] (The Zoo), [[ჰელუინი (ჯგუფი)|ჰელუინი]] (He´s A Woman – She´s A Man), [[Children of Bodom]] (Don't Stop at the Top), [[ინგვი მალმსტინი]] (The Sails of Charon), [[თერიონი]] (Polar Nights), [[გრინ დეი]] (Rock You Like a Hurricane), [[მოტლი კრიუ]] (Another Piece of Meat), [[სონატა არკტიკა]] (Still Loving You), [[სტრატოვარიუსი]] (Blackout) და კლაუს ვუნდერლიხი (Send me an Angel). სკორპიონსის სიმღერების წერის ფორმულა ერთმანეთს უთავსებს როკსა და ბალადებს, შედეგად ვიღებთ მძლავრ და წარმატებულ როკ-ბალადას.
 
უდიდეს მეტალ ჯგუფებს შორის სკორპიონს ოცდამეექვსე ადგილი უკავია DigitalDreamDoor-ის მიერ გამოქვეყნებულ ასი საუკეთესო მეტალ ჯგუფის სიაში.<ref name=BestMetalBands>{{cite web |url=http://www.digitaldreamdoor.com/pages/best_metal-art.html |title=ასი საუკეთესო მეტალ ჯგუფი |accessdate=2010-11-07 |publisher=DigitalDreamDoor}}</ref> [[მუსიკა]]ლურმა ტელეარხმა [[VH1]] ჯგუფი განათავსა ორმოცდამეექვსე ადგილზე ას საუკეთესო მძიმე როკ ჯგუფს შორის.<ref name=BestHardRokclBands /> იგივე ტელევიზიამ ჯგუფის სიმღერას [[Still Loving You]] ოცდამეორე ადგილი მიუჩინა საუკეთესო როკ-ბალადებს შორის,<ref name=BestBallads>{{cite web |url=http://home.pon.net/sunflower/25PowerBallads.htm |title=25 უდიდესი პაუერ ბალადა VH1-ის ვერსიით |accessdate=2010-11-06 |author=VH1 |authorlink=VH1 |publisher=home.pon.net}}</ref> ხოლო სიმღერას [[Rock You Like a Hurricane]] — მეთვრამეტე ადგილი ას საუკეთესო მძიმე როკ სიმღერას შორის.<ref name=BestHardRockSongs/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სკორპიონსი“-დან