ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 87:
=== (17 მაისი, 1937 — აპრილი, 1938) ===
[[სურათი:Bundesarchiv Bild 183-H25224, Guernica, Ruinen.jpg|მინი|დაბომბილი გერნიკა]]
ახალი მთავრობის საქმიანობამ ხელი შეუწყო რესპუბლიკური ბანაკის განმტკიცებას. გაიზარდა სამხედრო მრეწველობის პროდუქცია, განმტკიცდა რესპუბლიკური არმია, გაჩაღდა ბრძოლა „მეხუთე კოლონის“ წინააღმდეგ. მაგრამ, ამასთან ერთად, ფართო ხასიათი მიიღო მეამბოხეთა და ინტერვენტთა ოპერაციებმაც. [[1937]] წლის ივნისში მტერმა წამოიწყო დიდი ოპერაციები ქვეყნის ჩრდილოეთში. მტრის სიჭარბის გამო რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ, [[19 ივნისი|19 ივნისს]] დაეტოვებინათ ქ. [[ბილბაო]]. მოგვიანებით დაეცა ქ. [[სანტ-ანდერი]]. [[1937]] წლის ოქტომბერში მტერმა დაიკავა [[ასტურია]]. ჩრდილოეთ რაიონების დაუფლების შემდეგ ფრანკისტებმა გადაწყვიტეს შეტევა ცენტრალურ ფრონტზე განევითარებინათ. ამასობაში რესპუბლიკურმა არმიამ [[არაგონი]]ს ფრონტზე ხელთ იგდო ქ. [[ტერუელი]]. მაგრამ ეს წარმატება მყარი არ იყო, რადგან სამხედრო მინისტრი [[ინდალესიო პრიეტო|ი.პრიეტო]], რომელსაც საერთოდ არ სჯეროდა ფაშიზმზე გამარჯვება, ხელს უშლიდა მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების ჩატარებას მეამბოხეთა არმიების წინააღმდეგ. ასეთი ტაქტიკის შედეგად მოწინააღმდეგემ [[1937]] წლის თებერვალში კვლავ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები დაკარგული პოზიციები არაგონის ფრონტზე. უფრო მეტიც, გაარღვია რა რესპუბლიკელთა ფრონტი, მეამბოხეებმა [[1938]] წლის აპრილში მიაღწიეს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს, რის შედეგადაც რესპუბლიკის ტერიტორია აღმოჩნდა ორ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ ნაწილად გაყოფილი. ამან კიდევ უფრო გააუარესა რესპუბლიკის მდგომარეობა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
=== მთავრობის რეორგანიზაცია და სამოქმედო პროგრამა ===
[[ფაილი:Entrance of the Republican Troops in Teruel - Google Art Project.jpg|მარცხნივ|მინი|რესპუბლიკელთა შესვლა ტერუელში]]
სახალხო ფრონტის მემარჯვეენ წრეებში წარმოიშვა კაპიტულანტური ტენდენციები, რომლებიც რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად (ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრის ჩაკეტვა, ინტერვენციის გაძლიერება და ა.შ.) კიდევ უფრო ძლიერდებოდა. [[1938]] წლის მარტის შუა რიცხვებში სახალხო ფრონტის მემარჯვენე ფრთამ აშკარად დასვა ფაშისტებთან დაზავების საკითხი. ამის პასუხად კომუნისტებმა [[ბარსელონა]]ში, სადაც იმხანად იმყოფებოდა მთავრობა, მოაწყვეს გრანდიოზული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ ბრძოლას გამარჯვებამდე და კაპიტულანტების განდევნას მთავრობიდა. [[1938]] წლის [[8 აპრილი|8 აპრილს]] ხ. ნეგრინმა მოახდინა მთავრობის რეორგანიზაცია. ახალმა მთავრობამ, რომელიც კაპიტულანტებისაგან გაიწმინდა, წამოაყენა 13 პუნქტისაგან შემდგარი ახალი სამოქმედო პროგრამა სახელწოდებით — „ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის დეკლარაცია ომის მიზეზების შესახებ“.