ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 86:
== საბრძოლო მოქმედებები (17 მაისი, 1937 — დეკემბერი, 1938) ==
=== (17 მაისი, 1937 — აპრილი, 1938) ===
[[სურათი:Bundesarchiv Bild 183-H25224, Guernica, Ruinen.jpg|მინი|დაბომბილი გერნიკა]]
ახალი მთავრობის საქმიანობამ ხელი შეუწყო რესპუბლიკური ბანაკის განმტკიცებას. გაიზარდა სამხედრო მრეწველობის პროდუქცია, განმტკიცდა რესპუბლიკური არმია, გაჩაღდა ბრძოლა „მეხუთე კოლონის“ წინააღმდეგ. მაგრამ, ამასთან ერთად, ფართო ხასიათი მიიღო მეამბოხეთა და ინტერვენტთა ოპერაციებმაც. [[1937]] წლის ივნისში მტერმა წამოიწყო დიდი ოპერაციები ქვეყნის ჩრდილოეთში. მტრის სიჭარბის გამო რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ, [[19 ივნისი|19 ივნისს]] დაეტოვებინათ ქ. [[ბილბაო]]. მოგვიანებით დაეცა ქ. [[სანტ-ანდერი]]. [[1937]] წლის ოქტომბერში მტერმა დაიკავა [[ასტურია]]. ჩრდილოეთ რაიონების დაუფლების შემდეგ ფრანკისტებმა გადაწყვიტეს შეტევა ცენტრალურ ფრონტზე განევითარებინათ. ამასობაში რესპუბლიკურმა არმიამ [[არაგონი]]ს ფრონტზე ხელთ იგდო ქ. [[ტერუელი]]. მაგრამ ეს წარმატება მყარი არ იყო, რადგან სამხედრო მინისტრი [[ინდალესიო პრიეტო|ი.პრიეტო]], რომელსაც საერთოდ არ სჯეროდა ფაშიზმზე გამარჯვება, ხელს უშლიდა მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების ჩატარებას მეამბოხეთა არმიების წინააღმდეგ. ასეთი ტაქტიკის შედეგად მოწინააღმდეგემ [[1937]] წლის თებერვალში კვლავ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები დაკარგული პოზიციები არაგონის ფრონტზე. უფრო მეტიც, გაარღვია რა რესპუბლიკელთა ფრონტი, მეამბოხეებმა [[1938]] წლის აპრილში მიაღწიეს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს, რის შედეგადაც რესპუბლიკის ტერიტორია აღმოჩნდა ორ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ ნაწილად გაყოფილი. ამან კიდევ უფრო გააუარესა რესპუბლიკის მდგომარეობა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.