ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎პირველი დღეები: - ულიცენზიო
(→‎პირველი დღეები: - ულიცენზიო)
 
=== პირველი დღეები ===
[[ფაილი:Победить или умереть! Плакат ПОУМ 1936.jpg|thumb|left|300px|'''გაიმარჯვე ან მოკვდი!''' კომუნისტური პლაკატი, [[1936]]]]
ამბოხებას თავდაპირველად ხელმძღვანელობდა გენერალი [[ხოსე სანხურხო|სანხურხო]], მაგრამ [[20 ივლისი|20 ივლისს]], [[პორტუგალია|პორტუგალიიდან]] [[ესპანეთი|ესპანეთში]] მიმავალი სანხურხო დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს. გენერალი [[ფრანსისკო ფრანკო|ფრანკო]] უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. ინგლისის თვითმფრინავით [[19 ივლისი|19 ივლისს]] იგი კანარის კუნძულიდან გაფრინდა ქ. ტეტუანში და სათავეში ჩაუდგა [[მაროკო]]ში მყოფ ამბოხებულებს. არმიის ამბოხება რესპუბლიკის წინააღმდეგ, ბრძოლები ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში, ყაზარმების იერიში, ხალხის შეიარაღება — ყოველივე ეს ნიშნავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებას.