ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎ომის დაწყება: შეიცვალა ვიკისაწყობის სურათით
(→‎ომის დაწყება: შეიცვალა ვიკისაწყობის სურათით)
 
== ომის დაწყება ==
[[ფაილი:Savoia-Marchetti SM.81.jpg|250px|thumb|right|ნაციონალისტების ბომბდამშენი ბომბავს მადრიდს]]
[[ფაილი:Бой в Мадриде. 30 июля 1936.jpg|250px|thumb|right|ფლანგური ბრძოლები [[მადრიდი]]ს რაიონში. [[30 ივლისი]], [[1936]]]]
[[1936]] წლის [[16 თებერვალი|16 თებერვალს]], კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო. მიუხედავად თებერვლის არჩევნებში მარცხისა, ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწოფო აპარატსა და არმიაში. ისინი ფინანსურ კაპიტალს, ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ. [[1936]] წლის შუა ზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები. ამბოხებისათვის უნდა ეხელმძღვანელად რეაქციონერ გენერლებს [[ემილიო მოლა|მოლას]] — [[ნავარა]]სა და [[ბურგოსი|ბურგოსში]], [[ფრანსისკო ფრანკო|ფრანკოს]] — [[მაროკო]]ში, ფანხულს — [[მადრიდი|მადრიდში]], ხოლო [[მანუელ გოდედი|გოდედს]] — [[კატალონია]]ში. ამბოხება დაიწყო [[17 ივლისი|17 ივლისს]] ესპანეთის მაროკოში. [[18 ივლისი|18 ივლისს]] სეუტის რადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა“, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივ ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის. ამბოხება მოედო [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[კანარის კუნძულები|კანარისა]] და [[ბალეარის კუნძულები|ბალეარის]] კუნძულებზე მყოფ ყველა გარნიზონს. ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80 %.