ცხვირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 27 თებერვალი, 2013}}
[[ფაილი:Nose.jpg|მინი|ადამიანის ცხვირი]]
[[ფაილი:Malayan Tapir Profile.jpg|მინი|ცხოველისტაპირის ცხვირი]]
'''ცხვირი''' — პირამიდის ფორმის რთული ძვლოვან-ხრტილოვანი შემაღლება [[ადამიანი]]ს სახის შუა ადგილზე. ცხვირი წარმოადგენს [[სასუნთქი გზები|სასუნთქი გზის]] დასაწყისს და შედგება გარეთა ცხვირისა და ცხვირის ღრუსაგან. ცხვირის ჩონჩხს ქმნის ცხვირის ძვლები და ხრტილები. ხრტილებს შორის ჩამჯდარია [[ცხვირის ღრუ]]ს მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად გამყოფი ძგიდე, რომლის შემადგენლობაში შედის ძვლოვანი, ხრტილოვანი და შემაერთებელ-ქსოვილოვანი ნაწილები. გარედან ცხვირი დაფარულია [[კანი]]თ. კანქვეშა შემაერთებელი შრე მოკლებულია [[ცხიმი|ცხიმს]], სამაგიეროდ [[კანი]] მდიდარია [[ცხიმი]]ს ჯირკვლებით. ცხვირის სიგანისა და სიგრძის შეფარდების მიხედვით განარჩევენ მაღალ და ვიწრო, საშუალო, დაბალ და განიერ ცხვირს, ხოლო ცხვირის ზურგის მოყვანილობის მიხედვით — სწორ, არწივისებრ (კეხიანს), ქორისებრ, პაჭუა, უნაგირა ფორმის და ეგრეთ წოდებულ რომაულ და ბერძნულ ცხვირს. ცხვირის სიგრძე საშუალოდ უნდა უდრიდეს სახის სიგრძის 1/3-ს. ცხვირის ზურგის ხაზი შუბლის ხაზიდან ოდნავ წინ უნდა მიდიოდეს, ისე რომ ცხვირის ფესვთან განივი ღარი შეიქმნას. ცხვირის დაავადებებს შეისწავლის [[ოტორინოლარინგოლოგია]].
 
ხაზი 8:
ცხვირი ასრულებს სუნთქვით, ყნოსვით, რეზონატორულ და დამცველობით ფუნქციებს. შესუნთქული ჰაერი გაივლის რა ცხვირის სავალებს, ნესტიანდება და თბება. თმების ფილტრის საშუალებით მტვრის ნაწილაკები და ბაქტერიები კავდებიან ცხვირის შესასვლელში, ილექებიან ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ნაწილობრივ მოციმციმე ეპითელიუმის მეშვეობით ხვდებიან ცხვირხახაში, საიდანაც შემდგომ ხდება მათი მოცილება ყლაპვის, დაცემინების და ამოხველების გზით. იმ ბაქტერიების გაუვნებელყოფა, რომელთა მოცილებაც არ მოხერხდა მექანიკური გზით, ხორციელდება ცხვირის ლორწოს ლიზოციმების მეშვეობით, რომელთაც გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება.
 
[[ამფიბიები|ამფიბიებსა]] და [[ორგვარადმსუნთქავნი|ორგვარადმსუნთქავნს]] ნესტოები გახსნილი აქვთ პატარა ჩანთაში. ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამაინის ცხვირის ღრუს შიგა ხვრელებს [[ქოანები|ქოანებს]] უწოდებენ. მაგალითად, [[დათვისებრნი|დათვისებრნს]] ცხვირი პრიალა და მუდამ სველი აქვთ, ძაღლების მსგავსად. [[სპილოსებრნი|სპილოსებრნს]] ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილა გრძელი და მქონილი [[ხორთუმი]].
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხვირი“-დან