ცხვირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
[[ანთროპოლოგია]]ში ცხვირის შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შეისწავლიან ცხვირის როგორც მეტრულ ნიშნებს — სიგანეს, სიმაღლეს, კუთხეს და სხვა, ისე ვიზუალურ (აღწერილობითი) ნიშნებს — ცხვირის ზურგის ფორმას, წვეტის და ფუძის მდგომარეობას, ნესტოების ფორმას, ზურგის ვერტიკალური და ჰორიზონტული პროფილის თავისებურებებს, უნაგირის სიმაღლეს და სხვა. სახის ქალაზე შეისწავლიან ცხვირის ძვლის კუთხეს პროფილის ხაზთან, უნაგირის სიმაღლეს, მსხლისებური შესავლის სიგანეს, წინა წვეტის გამოსახულებასა და სხვა. ყველა ამ ნიშანს საკმაოდ დიდი, რასობრივად მადიფერენცირებული ტაქსონომიური ღირებულება აქვს. მაგალითად, თუ ეკვატორული რასისათვის ცხვირის სიგანე 40-50 მმ-ის ფარგლებში მერყეობს, ევრაზიული რასისათვის იგი 34-35 მმ-ით განისაზღვრება და ა.შ.
 
ცხვირი ასრულებს სუნთქვით, ყნოსვით, რეზონატორულ და დამცველობით ფუნქციებს. შესუნთქული ჰაერი გაივლის რა ცხვირის სავალებს, ნესტიანდება და თბება. თმების ფილტრის საშუალებით მტვრის ნაწილაკები და ბაქტერიები კავდებიან ცხვირის შესასვლელში, ილექებიან ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ნაწილობრივ მოციმციმე ეპითელიუმის მეშვეობით ხვდებიან ცხვირხახაში, საიდანაც შემდგომ ხდება მათი მოცილება ყლაპვის, დაცემინების და ამოხველების გზით. იმ ბაქტერიების გაუვნებელყოფა, რომელთა მოცილებაც არ მოხერხდა მექანიკური გზით, ხორციელდება ცხვირის ლორწოს ლიზოციმების მეშვეობით, რომელთაც გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხვირი“-დან