ჰუმაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[ფაილი:Humayun Tomb in Delhi-Front view.JPG|მინი|250პქ.|ჰუმაიონის საფლავი დელში]]
[[ფაილი:HUMAYUN%27sTOMB_IN_DELHI_INDIA_03.jpg|მინი|250პქ.|საფლავის ხედი შორიდან]]
1530 წელს ჰუმაიონმა მემკვიდრეობით მიიღო მამის სამფლობელოები. მისი მფლობელობა ავღანელებსა და რაჯპუტანებზე ეფემერული იყო, ხოლო გუჯარათის რაჯა, სახელად ბაჰადური ღიად აუჯანყდა ახალგაზრდა ფადიშაჰს. 1535წ.1535 წელს ჰუმაიონის ჯარებმა აიღეს [[გუჯარათი]], მაგრამ აჯანყება ორი წლის შემდეგაც გრძელდებოდა ბაჰადურის გარდაცვალებამდე.
 
ამასობაში, ჰუმაიონს აუჯანყდა ბიჰარის რაჯა [[შერ-შაჰი]]. 1539წ.1539 წელს ჩაუსის და 1540წ.1540 წელს კანაუჯის წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ ჰუმაიონი იძულებული გახდა [[ინდოეთი]]ს სამფლობელოები დაეთმო შერ-შაჰისთვის, თვითონ კი თავშესაფარი ეძებნა ჯერ [[სინდი|სინდში]], სადაც დაიბადა მისი მემკვიდრე ვაჟი [[აქბარი]], ხოლო შემდეგ მარვარში. 1544წ.1544 წელს მან მიიღო [[ირანი]]ს [[შაჰ თამაზი]]ს მხარდაჭერა და უკვე მომავალ წელს გაილაშქრა საკუთარი ძმის ულისწულ ქამრანის წინააღმდეგ, რომელსაც წაართვა [[ქაბული]] და [[ყანდაარი]]. 1545წ.1545 წელს ჩამოგდებული ქამრანის შთამომავლები დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში - [[ფერგანის ხეობა]]ში, სადაც ისინი მიიღეს [[თემური]]ს სახლში, თუმცა, ამის შემდეგაც ითვლებოდა, რომ [[ავღანეთი]] კანონიერად ეკუთვნოდათ დიდი მოგოლთა დინასტიიდან უფლისწულ ქამრანის შთამომავლებს. პუშტუნური გადმოცემის თანახმად, როდესაც ქამრანის ერთ-ერთი შთამომავალი მაინც ავღანეთის ტახტზე ავა, ავღანეთში "ოქროს საუკუნე" დაიწყება. 1545-50წ.წ.50 წლებში ჰუმაიონი ჩაება ქამრანთან ძმათამკვლელ სისხლისმღვრელ ბრძოლებში, რომლის დროსაც მას ორჯერ მოუწია [[ქაბული]]ს დატოვება.
 
ამასობაში, შერ-შაჰი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლით ისარგებლა ჰუმაიონმა და 1555წ.1555 წელს თებერვალში [[პენჯაბი]]ს მმართველ სიქანდარ-შაჰის განადგურებით დაეუფლა [[ლაჰორი|ლაჰორს]] და იმავე წლის ივლისში დაიბრუნა [[აგრა]] და [[დელი]].
 
მრავალი თავისი წინაპრის მსგავსად იგი გატაცებული იყო [[ასტროლოგია|ასტროლოგიით]] და [[ასტრონომია|ასტრონომიით]]. ერთხელ, როდესაც ის ბრუნდებოდა ბიბლიოთეკიდან წიგნების დასტით ხელში, გაიმა ლოცვა, აზანი. ჰუმაიონი შეეცადა მუხლებზე დაჩოქილიყო, მაგრამ ფეხსაცმელის ქუსლებში გაებლანდა კაბა და კიბეზე წაბორძიკდა. მიღებული ხერხემლის ტვინის ტრავმის შედეგად, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
 
ჰუმაიონის ცხოვრება აღწერა და შემოგვინახა ფადიშაჰის დამ გულბადან-ბეგიმმა. მისი საფლავი დელში ითვლება ცნობილი [[თაჯ-მაჰალი]]ს პროტოტიპად და შესულია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰუმაიონი“-დან