ჰუმაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
== ბიოგრაფია ==
 
[[ფაილი:Humayun Tomb in Delhi-Front view.JPG|მინი|220პქ250პქ.|ჰუმაიონის საფლავი დელში]]
[[ფაილი:HUMAYUN%27sTOMB_IN_DELHI_INDIA_03.jpg|მინი|მარცხნივ|220პქ250პქ.|საფლავის ხედი შორიდან]]
1530 წელს ჰუმაიონმა მემკვიდრეობით მიიღო მამის სამფლობელოები. მისი მფლობელობა ავღანელებსა და რაჯპუტანებზე ეფემერული იყო, ხოლო გუჯარათის რაჯა, სახელად ბაჰადური ღიად აუჯანყდა ახალგაზრდა ფადიშაჰს. 1535წ. ჰუმაიონის ჯარებმა აიღეს [[გუჯარათი]], მაგრამ აჯანყება ორი წლის შემდეგაც გრძელდებოდა ბაჰადურის გარდაცვალებამდე.
 
ამასობაში, ჰუმაიონს აუჯანყდა ბიჰარის რაჯა [[შერ-შაჰი]]. 1539წ. ჩაუსის და 1540წ. კანაუჯის წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ ჰუმაიონი იძულებული გახდა [[ინდოეთი]]ს სამფლობელოები დაეთმო შერ-შაჰისთვის, თვითონ კი თავშესაფარი ეძებნა ჯერ [[სინდი|სინდში]], სადაც დაიბადა მისი მემკვიდრე ვაჟი [[აქბარი]], ხოლო შემდეგ მარვარში. 1544წ. მან მიიღო [[ირანი]]ს [[შაჰ თამაზი]]ს მხარდაჭერა და უკვე მომავალ წელს გაილაშქრა საკუთარი ძმის ულისწულ ქამრანის წინააღმდეგ, რომელსაც წაართვა [[ქაბული]] და [[ყანდაარი]]. 1545წ. ჩამოგდებული ქამრანის შთამომავლები დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში - [[ფერგანის ხეობა]]ში, სადაც ისინი მიიღეს [[თემური]]ს სახლში, თუმცა, ამის შემდეგაც ითვლებოდა, რომ [[ავღანეთი]] კანონიერად ეკუთვნოდათ დიდი მოგოლთა დინასტიიდან უფლისწულ ქამრანის შთამომავლებს. პუშტუნური გადმოცემის თანახმად, როდესაც ქამრანის ერთ-ერთი შთამომავალი მაინც ავღანეთის ტახტზე ავა, ავღანეთში "ოქროს საუკუნე" დაიწყება. 1545-50წ.წ. ჰუმაიონი ჩაება ქამრანთან ძმათამკვლელ სისხლისმღვრელ ბრძოლებში, რომლის დროსაც მას ორჯერ მოუწია [[ქაბული]]ს დატოვება.
 
ამასობაში, შერ-შაჰი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლით ისარგებლა ჰუმაიონმა და 1555წ. თებერვალში [[პენჯაბი]]ს მმართველ სიქანდარ-შაჰის განადგურებით დაეუფლა [[ლაჰორი|ლაჰორს]] და იმავე წლის ივლისში დაიბრუნა [[აგრა]] და [[დელი]].
 
მრავალი თავისი წინაპრის მსგავსად იგი გატაცებული იყო [[ასტროლოგია|ასტროლოგიით]] და [[ასტრონომია|ასტრონომიით]]. ერთხელ, როდესაც ის ბრუნდებოდა ბიბლიოთეკიდან წიგნების დასტით ხელში, გაიმა ლოცვა, აზანი. ჰუმაიონი შეეცადა მუხლებზე დაჩოქილიყო, მაგრამ ფეხსაცმელის ქუსლებში გაებლანდა კაბა და კიბეზე წაბორძიკდა. მიღებული ხერხემლის ტვინის ტრავმის შედეგად, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
 
ჰუმაიონის ცხოვრება აღწერა და შემოგვინახა ფადიშაჰის დამ გულბადან-ბეგიმმა. მისი საფლავი დელში ითვლება ცნობილი [[თაჯ-მაჰალი]]ს პროტოტიპად და შესულია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
[http://www.royalark.net/India4/delhi3.htm ჰუმაიონის ოჯახი და ცოლები]
 
[http://archive.org/details/historyofhumayun00gulbrich ჰუმაიონის ბიოგრაფია (ჰუმაიონ-ნამე)]
 
== ლიტერატურა ==
* [Б. Гаскойн. Велике Моголы. М. 2004.]
* [Cambridge History of India, Vol. III & IV, «Turks and Afghan» and «The Mughal Period». (Cambridge) 1928.]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.royalark.net/India4/delhi3.htm ჰუმაიონის ოჯახი და ცოლები]
*[http://archive.org/details/historyofhumayun00gulbrich ჰუმაიონის ბიოგრაფია (ჰუმაიონ-ნამე)]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰუმაიონი“-დან