დღე-ღამე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.4) (ბოტის დამატება: am:ቀን
No edit summary
ხაზი 1:
'''დღე-ღამე''', დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი; დროის ერთ-ერთი ძირითადი საზომი ერთეული. გამოიყოფა ვარსკვლავიერი დღე-ღამე — [[გაზაფხული]]ს [[ბუნიობა|ბუნიობის]] წერტილის მიმართ დედამიწის ბრუნვის პერიოდი და მზისიერი დღე-ღამე. ვარსკვლავიერი დღე-ღამის დასაწყისად ითვლება გაზაფხულის ბუნიობის წერტილის ზედა კულმინაციის მომენტი ([[კულმინაცია ცის სხეულისა]]), ხოლო ხანგრძლივობად — ამ წერტილის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი. იმის მიხედვით, ჭეშმარიტი გაზაფხულის ბუნიობის წერტილს იხილავენ, თუ საშუალოს (პირველ შემთხვევაში ითვალისწინებს პრეცესიისა და [[ნუტაცია|ნუტაციის]] გავლენას, მეორეში — მხოლოდ პრეცესიისას), განასხვავებენ ჭეშმარიტ და საშუალო ვარსკვლავიერ დღე-ღამეს. პირველი მათგანის ხანგრძლივობა ცვალებადია. ასევე განასხვავებენ ჭეშმარიტ მზისიერ დღე-ღამეს (ჭეშმარიტი მზის ორ თანამიმდევრულ ზედა კულმინაციას შორის დროის შუალედი), რომლის დასაწყისად ითვლება ჭეშმარიტი მზის დისკოს ცენტრის ქვედა კულმინაციის მომენტი — ჭეშმარიტი შუაღამე, და საშუალო მზისიერ დღე-რამეს ([[საშუალო მზე|საშუალო მზის]] ანალოგიურ კულმინაციათა შორის დროის შუალედი; მის დასაწყისად ითვლება საშუალო მზის ქვედა კულმინაციის მომენტი — საშუალო შუაღამე). ვარსკვლავიერი და საშუალო მზისიერი დღე-ღამე იყოფა საათებად (24 სთ), წუთებად (1440 წთ) და წამებად (86400 წმ). ვარსკვლავიერი დღე-ღამის ერთეული (დღე-ღამე, წუთი ან წამი) საშუალო მზისიერი დღე-ღამის 0,9972696 ერთულს უდრის. ჭეშმარიტი და საშუალო მზისიერი დღე-ღამეების ხანგრძლიობათა სხვაობა წლის განმავლობაში იცვლება პირველი მათგანის ცვალებადობის გამო (იხილეთ [[საშუალო მზისიერი დრო]]). ეს ხანგრძლიობანი ერთმანეთთან დაკავშირებულია [[დროის სწორება|დროის სწორებით]].
 
==ლიტერატურა==
* {{ქსე, ტ. |3, გვ. |663, თბ., 1978}}
 
[[კატეგორია:კალენდარი]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დღე-ღამე“-დან