ბალკანეთის პირველი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა ლაბაძე93 გვერდი „ბალკანეთის ომები (1912-1913)“ გადაიტანა გვერდზე „[[ბალკანეთის პირვე...
No edit summary
ხაზი 1:
'''ბალკანეთის პირველი ომი''' — [[ბალკანეთი]]ს პირველი ომი ([[1912]]-[[1913]]) მიმდინარეობდა ბალკანეთის კავშირიში შემავალ ქვეყნებსა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] შორის. ბალკანეთის ხალხის წინაშე იდგა ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლების ისტორიულ ამოცანა. ადგილობრივი პროლეტარიატის სისუსტის, გლეხობის ჩამორჩენილობისა და ბალკანეთის შინაურ საქმეებში დიდი იმპერიალისტური სახელმწიფოების ჩარევის გამო ეს ამოცანა გადაწყდა რევოლუციური გზით და არამედ ომით. ამიტომ ბალკანეთის სახელმწიფოებს საერთო განმათავისუფლებელ ამოცანებთან ერთად თავ-თავიანთი ტერიტორიული პრეტენზიებიც გააჩნდათ. [[ბულგარეთი]] და [[სერბია]] [[მაკედონია|მაკედონიის]] განაწილებით იყო დაინტერესებული. გარდა ამისა, ბულგარელ მმართველ წრეებს სურდათ [[სალონიკი]]სა და დასავლეთ [[თრაკია|თრაკიის]] შემოერთებით მოეპოვებინათ გასასვლელი [[ეგეოსის ზღვა]]ზე. სერბიის [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]] ერთად სურდა [[ალბანეთი]]ს გაყოფის გზით [[ადრეატიკის ზღვა]]ზე გადასვლა. [[იტალია-ოსმალეთის ომი (1911)|იტალია-ოსმალეთის ომმა (1911-12)]] გააღრმავა ოსმალეთის იმპერიის კრიზისი და დააჩქარა ბალკანეთის პირველი ომის დაწყება. ომის საბაბი გახდა ოსმალეთის უარი ავტონომია მიენიჭებინა მაკედონიისა და თრაკიისთვის და შეეჩერებინა არმიის მობილიზაცია. საომარი მოქმედება დაიწყო [[ჩერნოგორია]]მ [[1912]] წლის 9 ოქტომბერს(35 ათასი) , 18 ოქტომბერს ომში ჩაება სერბია(280 ათასი) , ბულგარეთი (300 ათასი) და საბერძნეთი (110 ათასი). ოსმალეთმა ომის დასაწყისში დაახლოებით 300 ათასი კაცი გამოიყვანა. მოკავშირეთა მიზანი იყო გაენადგურებინა ოსმალეთის არმია მანამდე, ვიდრე ის [[მცირე აზია|მცირე აზიიდან]] დამხმარე ძალებს მიიღებდა; ეროვნულ-განმათავისუფლებელ მიზნებით აღფრთოვანებული მოკავშირეთა არმიები მორალურად, შეიარაღებითაც და საბრძოლო მომზადებითაც სჯობდნენ მოწინააღმდეგეს. 22-24 ოქტომბერს ბულგარებელმა [[კირკ-ქილისე]]სთან თრაკიაში დაამარცხეს ოსმალები, სამხრეთისკენ წაიწიეს და 29 ოქტომბერ - 3 ნოემბერს კვლავ გაიმარჯვეს [[ლულუბერგაზი|ლულუბერგაზთან]]. ამის შემდეგ დაიწყო ოსმალეთის აღმოსავლეთ არმიის არაორგანიზებული უკან დახევა. მხოლოდ [[სტამბოლი]]ს დასავლეთით, [[ჩათალჯი]]ს გამაგრებულ პოზიციებთან შეძლეს ოსმალებმა ბულგარეთთა შეტევის შეჩერება. საბერძნეთის არმიამ სამხრეთ მაკედონიაში [[ენიჯე]]სთან გაიმარჯვა და 9 ნოემბერს [[სალონიკი]] დაიკავა. სერბებმა 23-24 ოქტომბერს მაკედონიაში — [[კიმანოვო]]სთან დაამარცხეს ოსმალთა მნიშვნელოვანი ძალები. 26 ოქტომბერს მათ დაიკავეს [[სკოპლე]] და 18 ნოემბერს ბერძნების მხარდაჭერით — [[ბიტოლი]]. ამის შემდეგ ოსმალეთის დასავლეთით არმაიამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. ბერძნებმა ოსმალებისაგან გაწმინდეს [[ეპირი]] და 8 ნოემბერს ალყა შემოარტყეს [[იანინა]]ს, ზღვიდან ჩაკეტეს [[დარდანელის სრუტე]], დესანტი გადასხეს [[ქიოსი|ქიოსზე]], [[ლესბოსი|ლესბოსზე]] და სხვა. ალბანეთში ჩერნოგორიელები სერბებთან ერთად ადრეატიკის ზღვაზე გავიდნენ და ალყა შემოარტყეს [[შკოდერი|შკოდერს]]. ბალკანეთის სახელმწიფოთა სამხედრო წარმატებება დაძაბა საერთაშორისო ვითარება, ევროპის დიდ სახელმწიფოთა წინაშე მრავალი რთული საკითხი წამოიჭრა. მათ [[ლონდონი|ლონდონში]] მოწვეულ მეომარ მხარეთა და ექვსი დიდი სახელმწიფოს კონფერენციების გადაწყვეტილებათა საფუძველზე აიძულეს მეომარი მხარეები [[1912]] წლის დეკემბერში დროებითი ზავი დაედოთ, მაგრამ „[[ახალგაზრდა თურქები]]ს“ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ოსმალეთის ახალმა მთავრობამ უარყო ეს პირობები. [[1913]] წლის 3 თებერვალს საომარი მოქმედება განახლდა, ოსმალეთმა ახალი მარცხი განიცადა. დაკარგა იანინა, [[ადრიანოპოლი]] და ზავი ითხოვა. იგი დაიდო ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის 16 აპრილს, 20 აპრილს კი ოსმალეთსა და ბალკანეთის კავშირის დანარჩენ ქვეყნებს შორის. [[1913]] წლის 30 მაისს ლონდონში ხელმოწერილ იქნა საზავო ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი. ოსმალეთის მდგომარეობა მძიმე იყო, მან დაკარგა ევროპული სამფლობელოები და კონტინეტზე მხოლოდ სტამბოლი და აღმოსავლეთ [[თრაკია|თრაკიის]] ნაწილი შეინარჩუნა, მაგრამ მოკავშირეთა შორის ნადავლის გაყოფის გამო წარმოშობილმა მწვავე დავამ არსებითად შეცვალა ვითარება — ბალკანეთის კავშირი დაიშალა და დღის წესრიგში დადგა ომი თვით მოკავშირეებს შორის.
 
==ლიტერატურა==