ისიკავის პრეფექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის დამატება: eu:Ishikawa (prefetura))
'''ისიკავა''', პრეფექტურა [[იაპონია]]ში, კუნძულ [[ჰონსიუ]]ს დასავლეთ სანაპიროზე. ფართობი 4,2 ათ. კმ<sup>2</sup>. მოსახლეობა 1.173.994 კაცი (2005), მ. შ. დაახლოებით 65% ქალაქში ცხოვრობს. ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. [[კანაძავა]]. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს მაღლობებსა და მთებს. სანაპიროზე დაბლობების ვიწრო ზოლია. განვითარებულია საფეიქრო (უმთავრესად აბრეშუმის) და მანქანათსაშენი (ავტო- და ტრაქტორთმშენებლობა), აგრეთვე კვების, ხე-ტყის სახერხი, სილიკატურ-კერამიკული მრეწველობა (მ. შ. მაღალხარისხოვანი ფაიფურის წარმოება). იღებენ ფოსფორიტებს, ვერცხლს, სპილენძსა და ნავთობს. მოჰყავთ ბრინჯი. განვითარებულია მებოსტნეობა, თევზჭერა.
 
== ლიტერატურა ==
* {{ქსე, ტ. |5, გვ. |229, თბ., 1980}}
 
{{ესკიზი-იაპონია}}
{{იაპონიის პრეფექტურები და რეგიონები}}
{{ისიკავა}}
 
[[კატეგორია:იაპონიის პრეფექტურები]]