ჯეიმზ ბრაუნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
}}
 
'''ჯეიმს ბრაუნი''' (ინგლ. James Joseph Brown; * [[3 მაისი]], [[1933]], დაბა [[ბარნველი]],[[სამხრეთი კაროლინა]] – გ. [[25 დეკემბერი]], [[2006]], [[ატლანტა]], [[ჯორჯია]], [[აშშ]]) ამერიკელი მომღერალი და ხელოვნების მუშაკი. საბოლოოდ წოდებული, როგორც - "The Godfather of Soul" (სოულის ნათლიმამა).იგი მუშაობდა ისეთ ჟანრებში როგორიცაა [[გოსპელი]], [[რიტმ ენდ ბლიუზი]], [[როკ-ენ-როლი|როკ ენ როლი]] და [[ფანკი]]. ბრაუნმა კარიერა ეკლესიაში სიმღერით დაიწყო. იგი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მეოცე საუკუნის მუსიკაში, რომელმაც საკუთარი ვოკალით და უბადლო ცეკვის ნიჭით შესძლო წარმატების მიღწევა. მას ასევე უწოდებენ "ყველაზე მძიმედ მომუშავე მამაკაცს შოუბისზნესში".
როგორც ნაყოფიერი მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე და ბენდის ლიდერი, ბრაუნი იყო გადამწყვეტი ძალა მუსიკალურ ინდუსტრიაში. მან დატოვა კვალი უამრავ ხელოვანზე. მისმა მუსიკამ ასევე დატოვა თავისი კვალი რითმულ აფრიკულ მუსიკაზე, როგორიცაა [[afrobeat]], [[jùjú]] და [[mbalax]].
ბრაუნმა თავისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერა 1956 წელს დაიწყო და წარმატებას 1960 წლისთვის მიაღწია, რაც მის მიერ პროფესიონალურ და ცოცხლად შესრულებული ჰიტების დამსახურებაა. 2004 წელს ჟურნალმა [[როლინგ სტოუნი|როლინგ სტოუნმა]], ჯეიმს ბრაუნს მეშვიდე ადგილი დაუთმო სიაში - "[[როკ-ენ-როლი|როკ ენ როლის]] 100 ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეიმზ_ბრაუნი“-დან