ცენტრიოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[file:Centriole3D.png|thumb|200პქ|ცენტრიოლის მოდელი. მიკრომილაკების ცხრა ტრიპლეტით წარმოდგენილი]]
'''ცენტრიოლები''' - [[უჯრედის ცენტრი]]ს, ანუ [[ცენტროსომა]]ს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილები. მდებარეობენ ცენტროსფეროს შუა ნაწილში მდებარეობენ. [[ელექტრონული მიკროსკოპი]]ის მონაცემებით, ცენტრიოლებს 0,3 – 0,6 მკმ სიგრძისა და 0,1 მკმ – მდე დიამეტრის პატარა ღრუ ცილინდ­რის ფორმა აქვს. ცენტრიოლის აგებულების საფუძველია მიკრომილაკების ცხრა [[ტრიპლეტი]], განლაგებული წრიულად, რომელიც ქმნის ღრუს მქონე ცილინდრს. ასეთი ცილინდრის კედელი შექმნილია უფრო მკვრივი [[ციტოპლაზმა|ციტოპლაზმის]] ცხრა ორმაგი მილაკით. უკანასკნელნი განლაგებულნი არიან ერთმანეთის პარალელურად ცენტრიოლების პერიფერიაზე. მათზე მაგრდება 700 Ao დიამეტრის პერიცენტრიოლური სხეულაკები. თავისი ულტრასტრუქტურით ცენტრიოლები ძალიან ჰგავს წამწამებს და განსხვავდება მათგან მხო­ლოდ ზომითა და იმით, რომ ცენტრალური ფიბრილები არა აქვს. ულტრასტრუქტურულ მსგავსებას შეესაბამება კინეტიკური ფუნქცია, რომელიც ამ წარმონაქმნებს ახასიათებს. ცენტრიოლები უშუალოდ დაკავშირებულია მიტოზურ გაყოფასთან. ადრეულ ინტერფაზაში ხდება ცენტრიოლების [[რედუპლიკაცია]], რომლებიც შემდგომში ინტერფაზის განმავლობაში­ ცენტროდესმოზის მეშვეობით შეერთებული რჩებიან და ერთმანეთის მიმართ მართი კუთხით არიან განლაგებული. [[პროფაზა]]ში რედუპ­ლიცირებული ცენტრიოლები სცილდება ერთმანეთს და განსა­ზღვრავს გაყოფადი [[უჯრედების პოლუსები|უჯრედების პოლუსებს]]. ამ დროს ისინი კარგად ვლინდებიან, [[ჰაიდენჰაინი]]ს მიხედვით, [[რკინის ჰემატოქსილინი]]თ შეღებილი პრეპარატების [[სინათლის მიკროსკოპი]]ის დროს. ტერმინი „ცენტრიოლი“ შემოიღო ბოვერიმ, [[1895]] წელს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცენტრიოლები“-დან