ზუბალაშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმულები
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ზუბალაშვილი}}
[[ფაილი:ძმები ზუბალაშვილები. 1859 წ..JPG|250px|thumb|ძმები ზუბალაშვილები, 1859 წ.]]
'''ზუბალაშვილები''' — [[ქართველები|ქართველი]] მრეწველები და ვაჭრები. მათი წარმომადგენლები ქართულ საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდებიან. შემდგომში ისინი ფართოდ ებმებიან ვაჭრულ-ხელოსნურ და კულტურულ საქმიანობაში. ბევრმა მათგანმა [[კათოლიკობა]] მიიღო. [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] დროის მოღვაწე მღვდელი '''გიორგი''', სარწმუნოებით [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]], მწიგნობარი და ქართული სტამბის გახსნის მონაწილე იყო. შემდეგში ვახტანგს გაჰყვა [[რუსეთი|რუსეთში]].
Line 6 ⟶ 7:
ფართო ვაჭრობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, [[თურქეთი|თურქეთში]], ირანსა და ინდოეთში '''სტეფანე ზუბალაშვილი'''. [[1808]] წელს იგი [[ინდოეთი|ინდოეთში]] მცხოვრებ სომეხ და ქართველ ვაჭრებს დაუახლოვდა და [[1815]] წელს იქ დასახლდა საცხოვრებლად.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] [[1820-იანები|20-იან წლებში]] სავაჭრო საქმიანობაში დაწინაურდნენ '''დავითი''', '''გრიგოლი''' და '''მიხეილი''', რომლებმაც რუსეთში გააჩაღეს ვაჭრობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა '''იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილმა''' ([[1792]]-[[1864]]). მას არყის სახდელი ჰქონდა [[ქუთაისი|ქუთაისში]] და მის მიდამოებში. [[1837]] წელს [[თბილისი|თბილისში]] საფუძველი ჩაუყარა ამხანაგობას, რომელმაც დააარსა ამიერკავკასიაში პირველი შაქრის ქარხანა. ქარხნის მაქსიმალურმა მწარმოებლურობამ 186 ათას მანეთს მიაღწია. აქ 50 დაქირავებული მუშა და 10-ზე მეტი ოსტატი და ზედამხედველი მუშაობდა. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულობის გამო.
 
60-70-იან წლებში ცნობილი იყო '''კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი''' ([[1828]]-[[1901]]), რომელმაც დაამთავრა [[თბილისის კლასიკური გიმნაზია|კეთილშობილთა სასწავლებელი]], შევიდა სამხედრო სამსახურში და მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. [[1850]] წელს მიიღო შტაბის კაპიტნის ხარისხი. [[1856]] წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. ფინანსური დახმარებას უწევდა კათოლიკურ და ქართულ სკოლებს, გაზეთებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზუბალაშვილები“-დან