ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{commonscat|Zemo Avchala Dam}}
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ზაჰესი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Mukhatgverdi (G.N. 2012).jpg|მინიატიურა|ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური]]
'''ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური''' (''ზაჰესი'') — პირველი მძლავრი [[ჰიდროელექტროსადგური]] [[საქართველო]]ში, მდინარე [[მტკვარი|მტკვარზე]] ქ. [[მცხეთა]]სთან, მტკვრისა და [[არაგვი]]ს შესართავის მახლობლად. ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და [[რსფსრ]] შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა დახმარებისათვის. ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში თბილისის საბჭომ ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, მონაწილეობდა 4 ათასი კაცი.