ზაქარია (ჯორჯაძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ზაქარია}}
'''ზაქარია''' (გვარად ''ჯორჯაძე'') — აღმოსავლეთ საქართველოს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1623]]-[[1630]] წლებში. მანამდე იყო [[ნეკრესი]]ს ეპისკოპოსი (ნეკრესელი) დაახლოებით [[1613]]-[[1623]] წლებში და სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი. [[1614]] წელს, კახეთში [[აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში|შაჰ-აბას I-ის შემოსევის]] დროს, ზაქარია კახეთიდან ლტოლვილ [[თეიმურაზ I]]-ს ახლდა იმერეთში. მან [[ქართლის სამეფო]] ხელისუფლებას [[1624]] წელს განაახლებინა მცხეთის საკათალიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპთან ურბან VIII-თან. სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები. მფარველობდა იტალიელ მისიონერებს და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის.