სარდინიის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.6.5) (ბოტის დამატება: ru:Сардинское королевство)
 
[[1792]] წელს ფრანგებმა დაიკავეს და საფრანგეთს შეუერთეს [[ნიცა]] და სავოია, [[1798]] წელს – [[პიემონტი]]. [[ნაპოლეონი]]ს იმპერიის დაცემის შემდეგ [[ვენის კონგრესი|ვენის კონგრესმა]] ([[1814]]-[[1815]] წწ.) სარდინიის სამეფო ძველ საზღვრებში აღადგინა, მასვე გადაეცა [[ლიგურია]] (გენუით). მონარქიის რეაქციულმა პოლიტიკამ გამოიწვია [[პიემონტის რევოლუცია]] [[1821]] წელს.
 
[[ჯუზეპე მაძინი]]ს მომხრეთა ცდა მოეწყოთ [[1834]] წლის აჯანყება მარცხით დამთავრდა. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 40-იან წლებში პიემონტში მომხდარი სამრეწველო გადატრიალების შედეგად სარდინიის სამეფო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. 1848 წლის რევოლუციამ მეფე კარლო ალბერტო აიძულა გამოეცა კონსტიტუცია და სათავეში ჩასდგომოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ავსტრიის ჰაბსბურგთა წინააღმდეგ. მაგრამ [[ავსტრია-იტალიის ომი|ავსტრია-იტალიის ომში]] (1848-1849 წწ.) იტალიის არმია დამარცხდა. კარლო ალბერტო გადადგა. მისი შვილი [[ვიტორიო ემანუელე II]] [[კამილიო კავური]]ს მთავრობასთან ერთად დინასტიური ომებისა და დიპლომატიურ გარიგებათა მეოხებით სარდინიის სამეფოს ტერიტორიის გაფართოებას ცდილობდა. [[1855]] წელს სარდინიის სამეფო ჩაება ყირიმის ომში (1853-1856 წწ.) [[საფრანგეთი]]სა და [[დიდი ბრიტანეთი]]ს მხარეზე.
 
== ლიტერატურა ==