აჰმედ ჯალაირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''აჰმედ ჯალაირი''' (? — დ. [[1410]]) — [[ჯალაირიდების დინასტია|ჯალაირიდების დინასტიის]] უკანასკნელი წარმომადგენელი. თავდაპირველად იყო [[არდებილი]]ს მფლობელი. [[1382]] წელს [[თავრიზი]]დან განდევნა თავისი ძმა, ჯალაირიდების სახელმწიფოს მბრძანებელი [[ჰუსეინი]] და ხელთ იგდო ძალაუფლება. [[1385]] წელს ეომებოდა [[ოქროს ურდო]]ს ყაენს [[თოხთამიში|თოხთამიშს]], რომლის ლაშქარი [[დარუბანდი]]ს და [[დარიალი]]ს გზით აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია]]ს, [[ირანი|ირანს]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანს]] შეეჭრა და ააოხრა. ამავე დროს იგი ხანგრძლივ ომებში ჩაება ირანში შემოჭრილ [[თემურლენგი|თემურლენგთან]], რომლის წინააღმდეგ ცდილობდა [[საქართველო]]სთან ერთად ებრძოლა. აჰმედ ჯალაირის შვილმა ერთხანს საქართველოს შეაფარა თავი, [[1399]] წელს იგი საქართველოს ჯარმა გაათავისუფლა თემურლენგის ლაშქრის მიერ გარშემორტყმულ [[ალანჯის ციხე|ალანჯის ციხიდან]]. თემურლენგთან ომში დამარცხებული აჰმედ ჯალაირი [[1400]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] გაიქცა, [[ანგორის ბრძოლა]]ში ([[1402]]) თემურლენგის გამარჯვების შემდეგ კი [[ეგვიპტე]]ში გაიხიზნა. მამლუქმა სულთანმა [[ფარაჯი|ფარაჯმა]] თემურლენგის შიშით იგი საპატიმროში გამოკეტა. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ აჰმედ ჯალაირი [[ერაყი|ერაყში]] დაბრუნდა და ჯალაირიდთა სახელმწიფოს აღდგენას შეუდგა, მაგრამ აზერბაიჯანში მისი გაბატონების წინ აღუდგნენ „[[შავბატკნიანები|შავბატკნიანი]]“ [[თურქმანები]]. [[1410]] წლის 30 აგვისტოს მათ [[ყარა-იუსუფი]]ს მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს აჰმედ ჯალაირი თავრიზის მახლობლად, დაატყვევეს შვილებთან ერთად და სიკვდილით დასაჯეს.
 
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|2|114}}
 
[[კატეგორია:ჯალაირიდები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი1410]]
 
[[კატეგორია:გარდაცვლილი1410]]
[[კატეგორია:ჯალაირიდები]]
 
[[ru:Ахмед Джалаир]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აჰმედ_ჯალაირი“-დან