სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: ru:Сан-Стефанский мир
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Bulgaria-SanStefano -(1878)-byTodorBozhinov.png|300px|მინიატიურა|ბულგარეთის საზღვრები სან-სტეფანოს ზავის მიხედვით.]]
'''სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება''' — საზავო ხელშეკრულება [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთსა]] და [[რუსეთის იმპერია|რუსეთს]] შორის, დაიდო [[1878]] წლის 3 მარტს [[სტამბოლი]]ს მახლობლად, [[სან-სტეფანო]]ში. ეს იყო პრელიმინალური (წინასწარი) ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის]] [[1877]]-[[1878]] წლების ომი. რუსეთის მხრიდან ხელი მოწერეს [[ნიკოლაი იგნატიევი|ნიკოლაი იგნატიევმა]] და [[ალექსანდრ ნელიდოვი|ალექსანდრ ნელიდოვმა]], ოსმალეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა სავფეთ-ფაშამ და საადულა-ბეიმ (ოსმალთა ელჩი [[გერმანია]]ში).
 
ზავმა განამტკიცა [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიის]], [[რუმინეთი]]სა და [[სერბეთი]]ს დამოუკიდებლობა, საგრძნობლად გააფართოა მათი საზღვრები; [[ბოსნია]]მ და [[ჰერცეგოვინა]]მ მიიღეს ავტონომია [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ფარგლებში, [[ბულგარეთი|ბულგარეთმა]] – დამოუკიდებლობა და მთავრის არჩევის უფლება, თუმცა ოსმალთა ვასალად მაინც რჩებოდა. ოსმალთა ჯარი ტოვებდა ბულგარეთის ტერიტორიას და მის სანაცვლოდ 3 წლის ვადით რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო. ოსმალეთი კისრულობდა ვალდებულებას გაეტარებინა მთელი რიგი ადმინისტრაციული რეფორმები ოსმალეთის სომხეთში და დაეცვა [[სომხები]] [[ქურთები]]სა და [[ჩერქეზები]]ს შემოსევებისაგან. „ბრწყინვალე პორტა“ კისრულობდა 1400 მლნ მანეთის კონტრიბუციას. ვინაიდან ეს თანხა ოსმალეთის ფინანსურ საშუალებას აღემატებოდა, რუსეთი დაკმაყოფილდა ოსმალთა მხრიდან ზოგიერთი დათმობითა და 310 მლნ მანეთის კონტრიბუციით. აზიაში ეს ტერიტორიები იყო [[ბათუმი]], არტაანი, [[ყარსი (ქალაქი)|ყარსი]], [[ბაიაზიდი]] და სხვა. რუსეთმა ზავის პირობებით განიმტკიცა პოზიციები [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთსა]] და [[კავკასია]]ში.
 
==ლიტერატურა ==