ივანე კრამსკოი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2) (ბოტის დამატება: eo:Ivan Kramskoj)
'''ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი''' (''[[რუსული ენა|რუს.]]'' ''Иван Николаевич Крамской'') (დ. [[27 მაისი]], [[8 ივნისი]], [[1837]], [[ოსტროგოჟსკი]], ახლანდელი [[ვორონეჟის ოლქი]] — გ. [[24 მარტი]], [[5 აპრილი]], [[1887]], [[პეტერბურგი]]) — [[რუსები|რუსი]] ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.
 
სწავლობდა [[პეტერბურგი]]ს სამხატვრო აკადემიაში ([[1857]]-[[1863]]). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპრბისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის "პერედვიჟნიკების[[პერედვიჟნიკები]]ს" ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები ([[ტოლსტოი, ლევ|ლ. ტოლსტოი]], [[1873]]; [[შიშკინი, ივანე|ი.შიშკინი]], 1873; [[ტრეტიაკოვი, პავლე|პ. ტრეტიაკოვი]], [[1876]]; [[სალტიკოვ-შჩედრინი, მიხეილ|მ. სალტიკოვ-შჩედრინი]], [[1879]] - ყველა [[ტრეტიაკოვის გალერეა]]), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში ("მინა მოისეევი", [[1882]], [[რუსული მუზეუმი]], [[სანქტ-პეტერბურგი]] და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია: "ქრისტე უდაბნოში", [[1872]]. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები («ნეკრასოვი ""უკანასკნელი სიმღერების" პერიოდში», [[1877]]-[[1878]]; "უცნობი ქალი", [[1883]]; "უნუგეშო მწუხარება", [[1884]] - ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.
 
== გალერეა ==
<gallery widths="140px" heights="140px" perrow="4">
Image:Iwan Nikolajewitsch Kramskoj 002.jpg|''[[ქალთევზები (კრამსკოი)|ქალთევზები]]'', 1871
Image:Kramskoi vanamees karguga.jpg|''[[მოხუცი კაცი ყავარჯნით]]'', 1872
Image:Kramskoi Christ dans le désert.jpg|''[[ქრისტე უდაბნოში]]'', 1872
Image:Iwan Nikolajewitsch Kramskoj 004.jpg|მხატვარი [[ივანე შიშკინი]]ს პორტრეტი, 1873.
Image:Iwan Nikolajewitsch Kramskoj 006.jpg|[[ლევ ტოლსტოი]], 1873
Image:Iwan Nikolajewitsch Kramskoj 005.jpg|[[ივანე შიშკინი]], 1880
Image:Maria Feodorovna by Kramskoj.jpg|[[მარია თედორეს ასული (ალექსანდრე III-ის მეუღლე)|მარია ]], 1880-იანები
Image:Dostoyevsky on his Bier, Kramskoy.jpg|[[თეოდორ დოსტოევსკი]] განსასვენებელში, 1881
Image:Kramskoy Portrait of a Woman.jpg|''[[უცნობი ქალის პორტრეტი]]'', 1883
Image:Vladimir-Solovyov.jpg|[[ვლადიმერ სოლოვიოვი]], 1885
Image:Kramskoy Alexander III.jpg|[[ალექსანდრე III (რუსეთი)|ალექსანდრე III]], 1886
</gallery>
 
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 6, გვ. 14, თბ., 1983
*{{ru icon}} '''Долгополов, Игорь Викторович''' ''Мастера и шедевры: В 3 т.'' Т.2 — [[მოსკოვი]]: Изобраз. искусство, 1987.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons category}}
*[http://www.abcgallery.com/K/kramskoy/kramskoybio.html Ivan Kramskoi's gallery and biography]
*[http://www.museumsyndicate.com/artist.php?artist=398 Ivan Kramskoi Gallery at MuseumSyndicate]
 
{{DEFAULTSORT:კრამსკოი, ივანე}}