ალექსანდრე ბარამიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.2) (ბოტის შეცვლა: uk:Олександр Барамідзе
No edit summary
ხაზი 4:
[[1925]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1962-1970 წლებში იყო თსუ-ის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა [[შოთა რუსთაველი|შოთა რუსთაველს]], [[ჩახრუხაძე]]ს, [[იოანე შავთელი|შავთელს]], [[თეიმურაზ I]]-ს, [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანს]], [[გურამიშვილი, დავით|დავით გურამიშვილს]], [[ბესიკი|ბესიკსა]] და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "[[ამირანდარეჯანიანი]]ს" ორიგინალურობის საკითხი, "[[რუსუდანიანი]]ს" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "[[ვისრამიანი]]ს" ქართული თარგმანისა და "[[შაჰ–ნამე]]ს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "[[ქილილა და დამანა]]ს" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს [[კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძესთან]] ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, "[[საპატიო ნიშანი|საპატიო ნიშნის]]" ორდენით და მედლებით. მიღებული აქვს ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის პრემიები.
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|დიდუბის პანთეონში]].
 
ალექსანდრე ბარამიძის პირადი არქივი დაცულია [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი]]ს [[ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი|საარქივო ფონდში]]<ref>[http://www.manuscript.ge/index.php?m=436 ალექსანდრე ბარამიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი]</ref>.
 
== ლიტერატურა ==
Line 11 ⟶ 13:
* ალექსანდრე ბარამიძე, ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1988.
* ცაიშვილი ს., შარაძე გ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბ., 1997, გვ. 356.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:ბარამიძე, ალექსანდრე}}