ლოთარ II (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ბავშვობაში ლოთარს უწოდებდნენ „ლოთარ ახალგაზრდას“. ის იყო მამის გარდაცვალების შემდეგ დაბადებული ბავშვი, ცოტა ხნის შემდეგ, რაც [[გებჰარდი ზუპლინგბურგი]] იმპერატორ [[ჰაინრიხ IV (სრი)|ჰაინრიხ IV]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.
 
მოგვიანებით, [[საქსონია|საქსონიის]] მიწების ჩუქების, მემკვიდრეობით მიღებისა თუ საქორწინო გარიგებით მიღების შემდეგ, ლოთარმა თავის გავლენის ქვეშ მოაქცია ბილუნგის, ნორდჰეიმისა და ბრუნსვიკის საგვარეულო, გახდა ერთადერთი უდიდესი ტერიტორიის მფლობელი იმპერიის სამხრეთ საჰერცოგოებს შორის. [[1106]] წელს, [[ჰაინრიხ V (სრი)|ჰაინრიხ V]]-ის დახმარებით ის გახდა საქსონიის ჰერცოგი, იმის ნაცვლად, რომ ლოთარმა მას მხარი დაუჭირა მამის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში.
 
დაწინაურებით შეგულიანებული ლოთარ III მალევე [[ჰაინრიხ V (სრი)|ჰაინრიხ V]]-ის წინააღმდეგ განეწყო, რადგანაც იმპერატორმა ახალი გადასახადები დააწესა საჰერცოგოების მიმართ. მან უარყო ჰენრის უფლებაუნარიანობა [[საქსონია]]ზე. [[1115]] წელს ველფეშოლცის ბრძოლაში ლოთარის არმია დამარცხდა იმპერატორის ძალებთან.
 
[[1125]] წელს, მას შემდეგ რაც [[ჰაინრიხ V (სრი)|ჰაინრიხ V]] გარდაიცვალა, იმპერიის კანცლერის, მაინცის არქიეპისკოპოსის მიერ ლოთარი განიხილებოდა როგორც იმპერატორობისთვის შესაფერისი კანდიდატურა. თუმცა, ამ დროს არქიეპისკოპოსი უკვე შუა ხანს გადაცილებული იყო და ფეოდალებმა მოახერხეს მისი გადარწმუნება. ამავე დროს ლოთარი აირჩიეს გერმანიის მეფედ, მას შემდეგ რაც ბრძოლა წამოიწყო [[შვაბია|შვაბიის]] ჰერცოგ ფრიდრიხ II-ის წინააღმდეგ, რომელიც იყო [[ჰოჰენცოლერნები|ჰოჰენცოლნერთა]] დინასტიის სათავეში მყოფი. მისი მეფედ არჩევა იყო ტიტულის მემკვიდრეობით მიღების პრინციპისგან გადახვევა.
 
[[1130]] წელს ერთდროულად ორი პაპი იქნა არჩეული და ორივე მხარე ცდილობდა მოეპოვებინათ ლოთარის მხარდაჭერა. [[ანაკლეტი II]]-მ მხარდაჭერის სანაცვლოდ შესთავაზა ლოთარს იმპერიის გვირგვინი, თუმცა მეორე პაპმა, [[ინოკენტი II]]-მ მოახერხა მისი მხარდაჭერის მოპოვება, რომელსაც დაჰპირდა ესკორტის თანხლებით [[რომი|რომში]] დაბრუნებას. [[1131]] წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც მეფე საჯაროდ ემლიქვნელებოდა პაპს და სთხოვდა იმპერიის ტახტზე ხელდასმას, რასაც პაპი იგნორირებას უკეთებდა. ლოთარი შეჰპირდა პაპს, რომ ის მხარს დაუჭერდა [[ინოკენტი II|ინოკენტი II-ს]] მეფე [[როჯერ II სიცილიელი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც [[ანაკლეტი II]]-ის მოკავშირე იყო. ამის სანაცვლოდ, [[1131]] წლის [[29 მარტი|29 მარტს]] ინოკენტიმ ლოთარი აკურთხა რომაელთა მეფედ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლოთარ_II_(სრი)“-დან