ბერენგარ I (იტალია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბერენგარ I''' ([[იტალ.]] Berengar) ([[845]] - [[7 აპრილი]] [[924]]) [[იტალია|იტალიის]] მეფე [[888]] - 924 წლებში.
 
ბერენგარის მამა ებერგატი დაქორწინებული იყო გიზელაზე, [[ლუი I]]-ს ასულზე. ბერენგარი იტალიაში დაიბადა და მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ფრიულის მარკგრაფის ტიტული. [[კარლ III]] სიკვდილის შემდეგ, დიდებულებმა [[პავია]]ში იგი იტალიის მეფედ აღიარეს. შემდეგ წლებში ბერენგარს მოუწია ომი [[გვიდო III სპოლეტო]]სთან, რომელმაც თავი ასევე მეფედ გამოაცხადა. საბოლოოდ ბერენგარი დასავლეთ [[ლომბარდია|ლომბარდიიდან]] გააგდეს და მან დახმარება იმპერატორ [[არნულფ კარინტიელი|არნულფს]] სთხოვა, რომელმაც [[ალპები]] [[894]] წელს გადმოკვეთა. მაგრამ უკვე [[895]] წელს ბერენგარი შეუერთდა გარდაცვლილი გვიდოს ვაჟს, [[ლამბერტ II სპოლეტო|ლამბერტს]] და მასთან ერთად არნულის წინააღმდეგ იბრძოდა.
 
[[გერმანელები]]ს გაძევების შემდეგ, მათ გაიყვეს ჩრდილო იტალია. [[899]] წელს ლამბერტი უეცრად ნადირობისას დაიღუპა. ბერენგარი პავიისკენ გაეშურა და დაიკავა ლომბარდიის სამეფო. იმავე წელს იტალიას ველური [[უნგრელები]] შემოესივნენ, ისინი ყველაფერს ანადგურებდნენ თავის გზაზე.