დავით ჭავჭავაძე (ცსს-ის ოფიცერი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+image
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|დავით ჭავჭავაძე}}
[[ფაილი:David Chavchavadze.jpg|thumb|David Chavchav'adze]]
'''დავით ჭავჭავაძე''' (დ. [[20 მაისი]] [[1924]], [[ლონდონი]]), ქართული წარმოშობის [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკელი]] მწერალი-პუბლიცისტი, [[ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო]]ს (CIA) ყოფილი ოფიცერი.
 
დაიბადა ემიგრანტების ოჯახში. მამის, [[პავლე ჭავჭავაძე|პავლეს]], მხრიდან დავით ჭავჭავაძე პოეტ [[ალექსანდრე ჭავჭავაძე|ალექსანდრე ჭავჭავაძის]] პირდაპირი შთამომავალია; დედამისი ნინა კი [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მეფეთა დინასტიის, [[რომანოვები]]ს, წარმომადგენელი იყო. პაპა — [[ალექსანდრე ჭავჭავაძე (გენერალი)|ალექსანდრე ჭავჭავაძე]] [[ბოლშევიკები]]ს რეჟიმს ემსხვერპლა. 1927 წ. ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] დასახლდა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს იგი აშშ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 1945 წ. უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1950 წ. CIA-ის [[საბჭოთა კავშირი]]ს განყოფილების სამსახურში ჩადგა. 1974 წ. ჭავჭავაძე გადადგა და მას შემდეგ რამდენიმე ნაშრომი დაწერა ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე, მ.შ. „დიდი მთავრები“, „ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეზე მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები 1941-1945“ და მოგონებები „გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში“. კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში, კერძო კომპანიების შეკვეთით დავითი გამოკვლევებს ატარებდა [[ტერორიზმი]]ს შესახებ და ინგლისურ ენაზე რამდენიმე რუსული ნაწარმოებიც გადათარგმნა. დავით ჭავჭავაძის უფროსი ქალიშვილი მარიამი საქველმოქმედო ორგანიზაციის „[[საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაცია|საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციის]]“ აღმასრულებელმი დირექტორია.
 
== რესურსები ინტერნეტში ==