რიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.243.135-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა George-09-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 13:
}}
 
'''რიონიყლიონი''' — [[მდინარე]] დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2960 მ. ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] [[ფოთი|ფოთთან]]. სათავიდან სოფელ [[გლოლა]]მდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. [[ონი|ონთან]] უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასებზე]] გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. [[ქუთაისი]]ს ქვემოთ, [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]] გამოდის, ივითარებს განიერ [[ჭალა]]ს, იტოტება და წარმოშობს [[კუნძული|კუნძულებს]].
[[ფაილი:Riv._Rioni.jpg|მინი|250პქ|მარცხნივ|<center>მდინარე რიონი [[ქუთაისი]]ს ცენტრში<br /><small>ჯაბა ლაბაძის ფოტო</small></center>]]
რიონი სოფელ [[ვარციხე]]სთან უხვევს დასავლეთისკენ და ამ მიმართულებით მიედინება შესართავამდე. განსაკუთრებით განიერია ჭალა ვარციხიდან სოფელ ბაშამდე. აქ ის დატოტვილია, წარმოშობს მრავალ კულძულს, რომელთა ნაწილი წყალდიდობის დროს იტბორება.
ხაზი 31:
რიონზე იცის [[ყინულნაპირისი]], [[გაძგიფვა|ძგიფი]], [[თოში]], [[ყინულსვლა]]. ზემო და შუა დინებაში, განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში, ზოგან წარმოიქმნდება ყინულსაფარი.
 
რიონისტრაკონის წყალი ხასიათდება საშუალო მარილიანობით (150-300 მგ/ლ) და იონური შემადგენლობის მიხედვით ჰიდროკარბონატულ კლასს მიეკუთვნება. მდინარეზე აგებულია ჰიდროელსადგურები: [[რიონჰესი]], [[გუმათჰესი I]], [[გუმათჰესი II]], [[ვარციხეჰესი]]. ჰესები აგებულია შენაკადებზეც: [[ლაჯანურჰესი]], შაორჰესი, ტყიბულჰესი. რიონი და მისი შენაკადები გამოყენებულია სარწყავად (მაშველისა და აჯამეთის არხები), აგრეთვე ყოფილი ფაბრიკებისა და ქარხნების წყალმომარაგებისათვის. რიონის ნაპირას გაშენებულია ქალაქები: [[ონი]], [[ამბროლაური]], [[ქუთაისი]], [[სამტრედია]], [[ფოთი]].
 
==მდინარის ძველი სახელწოდება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიონი“-დან