ტორლაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ეს დიალექტური ჯგუფი აგრეთვე წარმოადგენს ე.წ. გარდამავალ ჯგუფს დიალექტებისა [[ბულგარული ენა|ბულგარულ]] და [[მაკედონური ენა|მაკედონურ ენებზე]]. ამ დიალექტების ჯგუფის კლასიფიცირების საქმეში [[სლავისტიკა|სლავისტებს]] შორის არაერთგვაროვანი აზრი იმის შესახებ, განიხილონ თუ არა ეს ჯგუფი სერბულ-ხორვატული ენის ერთ-ერთ მთავარ [[დიალექტი|დიალექტად]] [[შტოკავური|შტოკავურის]], [[კაიკავური|კაიკავურის]] და [[ჩაკავური|ჩაკავურის]] გვერდით, თუ იგი მიაქციონ შტოკავური დიალექტის, ერთ ნაწილად, კერძოდ კი '''პრიზრენ-ტიმოკის კილოდ'''.
 
'''ტორლაკურად''' საუბრობენ უმთავრესად ორთოდოქსი [[სერბები]], გამონაკლისს კი ამ მხრივ წარმოადგენენ [[კოსოვო|კოსოვოს]] სამხრეთით მცხოვრები [[მუსლიმი]] [[გორანები]] და [[კათოლიკები|კათოლიკე]] [[კრაშოვანები]] [[ბანატი|ბანატის]] [[რუმინელები|რუმინულ]] ნაწილში.
 
[[სერბიის რესპუბლიკა|სერბიის რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე '''ტორლაკური''' მოიაზრება სერბული სტანდარდული ენის ეკავურ ფორმად.