სტალინგრადის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 74:
ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამაგრდა ოცეული — იაკობ პავლოვის მეთაურობით. მისმა მებრძოლებმა სახლი ციხე-სიმაგრედ აქციეს და სამი კვირის განმავლობაში იგერიებდნენ გერმანელთა შეტევებს. [[ვოლგოგრადი|ვოლგოგრადში]] ამ სახლის ნახვა დღესაც შეიძლება — მას პავლოვის სახლი ეწოდება და მუზეუმადაა გადაკეთებული.
 
გერმანელებმა [[14 ოქტომბერი|14 ოქტომბერს]] ახალი შტურმი დაიწყეს, მაგრამ მათ ვერაფრით ვერ შეძლეს [[ვოლგა|ვოლგის]] მეორე სანაპიროზე გადასვლა. ბრძოლის გაჭიანურებამ საბჭოთა მხედართმთავრობას საშუალება მისცა [[სტალინგრადი|სტალინგრადთან]] თავი მოეყარა მთელი რეზერვისათვის. მათ სტალინგრადში გადაიყვანეს მთელი საჰაერო ძალები. [[14 ნოემბერი|14 ნოემბერს]] გერმანელებმა უკანასკნელად სცადეს ქალაქის დაპყრობა. მათ სამთვიანი ბრძოლის შედეგად როგორც იქნა მიაღწიეს მდინარის ნაპირს და დაიპყრეს ქალაქის თითქმის 90%. მდინარესთან მიმწყვდეული ქალაქის ჯარები ორ ნაწილად იქნა გახლეჩილი. ქალაქში მიმდინარე ბრძოლებში ორივე მხრიდან თითქმის 1,4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
 
== ოპერაცია ურანუსი ==