სტალინგრადის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 79:
საბჭოთა მხედართმთავრობამ გაითვალისწინა, რომ ვერმახტის B დაჯგუფებაში იდგა ნაკლებად ბრძოლისუნარიანი [[იტალია|იტალიისა]] და [[რუმინეთი|რუმინეთის]] ჯარები და სწორედ მათ წინააღმდეგ მოუყარეს თავი ჯარების 1000000-იან დაჯგუფებას. [[სტალინი|სტალინმა]] შეიმუშავა ოპერაცია სახელწოდებით ”ურანუს”, რომელიც ითვალისწინებდა პაულიუსის მე-6 არმიის ალყაში მოქცევას, მის ორად გახლეჩასა და სათითაო ნაწილების განადგურებას. ეს ოპერაცია დაიწყო 19 ნოემბერს და 23 ნოემბერს უკვე ალყაში მოექცა პაულიუსის არმია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი ორ ნაწილად გახლეჩვა, როგორც ამას ოპერაცია ითვალისწინებდა. მე-6 არმია იზოლირებულ იქნა თავისი რეზერვებისაგან - აღარ მიეწოდებოდა ტყვია-წამალი და სურსათი. ამ სიტუაციაში ფედ-მარშალი მანშტეინი შეეცადა მიხმარებოდა ალყაში მოქცეულ პაულიუსის ჯარებს. მათ შეტევა დაიწყეს 12 დეკემბერს, რომელიც მოგერიებულ იქნა მე-2 გვარდიული არმიის მიერ - მალინოვსკის მეთაურობით. ამ მოვლენების შემდეგ ფრონტის ხაზი დროებით სტაბილური გახდა, რადგან ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა.
 
== ოპერაცია „რგოლი“ ('''кольцо''') ==
[[27 დეკემბერი|27 დეკემბერს]] [[სტალინი|სტალინისა]] და ჟუკოვის მიერ შემუშავებული იქნა შეტევის ახალი გეგმა - ”რგოლი”„რგოლი“, რომელიც ოპერაცია ურანის გაგრძელებას წარმოადგენდა. [[10 იანვარი|10 იანვარს]] დაიწყო [[სსრკ]] ჯარების შეტევა და [[26 იანვარი|26 იანვარს]] მე-6 არმიის A დაჯგუფება ორ ნაწილად იქნა გახლეჩილი. მისი სამხრეთ ნაწილი განადგურებულ იქნა [[31 დეკემბერი|31 დეკემბერს]]. ტყვედ ჩავარდა ფედ-მარშალი პაულიუსი მთელი თავისი შტაბით. ხოლო ჩრდილოეთმა ნაწილმა [[2 თებერვალი|2 თებერვალს]] კაპიტულაცია გამოაცხადა. ამ ოპერაციის შედეგად მთლიანობაში ტყვედ ჩაბარდა 90000 კაცი, რომელთა შორის 24 გენერალი იყო.
 
== იხილეთ აგრეთვე==