სტალინგრადის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 67:
=== ბრძოლა ქალაქში ===
[[ფაილი:Germans in Stalingrad.jpg|გერმანელები სტალინგრადში|170px|მინი]]
[[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] გერმანელებმა დაიწყეს სტალინგრადის შტურმი. თუ ადრე საბჭოთა ჯარები ქალაქგარეთ იბრძოდნენ, ახლა უკვე გაჩაღდა ბრძოლები ყველა ქუჩაზე, ყველა შენობისა და სართულისთვისაც კი.ქალაქის ცენტრალური ვაგზალი ცამეტჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.[[სექტემბერი|სექტემბრის]] ბოლოსთვის [[გერმანია|გერმანიამ]] შეტევაში ჩართო მე-6 არმიისა და მე-4 სატანკო არმიის მთელი ძალები, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. ამავე დროს A დაჯგუფების შეტევაც შეჩერებულ იქნა კავკასიის მისადგომებთან. გერმანული არმიის სამხედრო გეგმა დამყარებული იყო სხვადასხვა ტიპის არმიების: ქვეითის, არტილერიისა და ავიაციის ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებაზე. ამის საწინააღმდეგოდ [[სსრკ]]-ს ჯარმა მარტივი გზა მონახა - ისინი ცდილობდნენ ფრონტის ხაზები რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო (მანძილი დაახლოებით 30 მეტრზე ნაკლები). საკუთარი ქვეითი ჯარის განადგურების შიშით გერმანელები ვერ იყენებდნენ არტილერიასა და ავიაციას. ამ ომს გერმანელები ”ვირთხის ომს” უწოდებდნენ.
[[ფაილი:Streetfight Stralingrad01.jpg|”ვირთხის ომი” სტალინგრადის ქუჩებში|160px|მინი|მარცხნივ]]
 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმაღლის დასაპყრობად, რომელსაც ”მამაის ყორღანი” ჰქვია, გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა. [[სსრკ]] ჯარებმა ერთ დღეს დაკარგეს მთელი დივიზია 10000 კაცის მეთაურობით.
 
ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამაგრდა ოცეული - იაკობ პავლოვის მეთაურობით. მისმა მებრძოლებმა სახლი ციხე-სიმაგრედ აქციეს და სამი კვირის განმავლობაში იგერიებდნენ გერმანელთა შეტევებს. [[ვოლგოგრადი|ვოლგოგრადში]] ამ სახლის ნახვა დღესაც შეიძლება - მას პავლოვის სახლი ეწოდება და მუზეუმადაა გადაკეთებული.
 
გერმანელებმა [[14 ოქტომბერი|14 ოქტომბერს]] ახალი შტურმი დაიწყეს, მაგრამ მათ ვერაფრით ვერ შეძლეს [[ვოლგა|ვოლგის]] მეორე სანაპიროზე გადასვლა. ბრძოლის გაჭიანურებამ საბჭოთა მხედართმთავრობას საშუალება მისცა [[სტალინგრადი|სტალინგრადთან]] თავი მოეყარა მთელი რეზერვისათვის. მათ სტალინგრადში გადაიყვანეს მთელი საჰაერო ძალები. 14 ნოემბერს გერმანელებმა უკანასკნელად სცადეს ქალაქის დაპყრობა. მათ სამთვიანი ბრძოლის შედეგად როგორც იქნა მიაღწიეს მდინარის ნაპირს და დაიპყრეს ქალაქის თითქმის 90%. მდინარესთან მიმწყვდეული ქალაქის ჯარები ორ ნაწილად იქნა გახლეჩილი. ქალაქში მიმდინარე ბრძოლებში ორივე მხრიდან თითქმის 1,4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.