ძირტკბილა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|}}
 
'''ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra)''' — მრავალწლოვანი ბალახოვანი [[მცენარე]] [[პარკოსანთა ოჯახი]]სა, რომლის სამშობლოა სამხრეთი [[ევროპა]] და, ნაწილობრივ, [[აზია]]. აქვს კენტფრთისებრი [[ფოთოლი]], [[ფესურა]], იისფერი [[ყვავილი]], ზომით 0,8 - 1,2 სანტიმეტრი, [[ნაყოფი]] — 2-3 სანტიმეტრის სიგრძის პარკი, რომელშიც 1-8 [[თესლი]]ა. იზრდება 1 მეტრამდე სიმაღლისა. გავრცელებულია უმთავრესად [[სტეპი]]ს, [[ნახევრად-უდაბნო]]სა და [[უდაბნო]]ს ზონებში. ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს [[გლიკოზიდები|გლიკოზიდებს]], [[საქაროზა]]ს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სხვ. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებს იყენებენ [[თივა]]დ და სილოსად. 100 [[კილოგრამი]] თივა შეიცავს 41,2 საკვებ ერთეულს, 1,1 კილოგრამ ნედლ პროტეინს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ [[მედიცინა]]ში, აგრეთვე [[ლუდის წარმოება]]ში, [[კულინარია]]ში, [[საკონდიტრო საქმე]]ში. ძირტკბილას ძირებს იყენებენ საღებავად. 1 [[ჰექტარი]] ძირტკბილას კარგი [[შალდამი]]დან შეიძლება 10-20 [[ტონა]] მზა [[ნედლეული]]ს მიღება.
 
ძირტკბილას გვარის ლათინური სახელი (Glycyrrhyza) წამოსულია ბერძნულიდან γλυκύρριζα (glukurrhiza), რაც ნიშნავს "ტკბილ ფესვს", სიტყვებიდან γλυκύς (glukus), "ტკბილი" + ῥίζα (rhiza), "ფესვი". ამ სახელწოდებას გვაწვდის დიოსკორიდე<ref>Maud Grieve, Manya Marshall - A modern herbal: the medicinal, culinary, cosmetic and economic properties, cultivation and folk-lore of herbs, grasses, fungi, shrubs, & trees with all their modern scientific uses, Volume 2 Dover Publications, 1982 & Pharmacist's Guide to Medicinal Herbs Arthur M. Presser Smart Publications, 1 Apr 2001 2012-05-19</ref>. ძირტკბილას ფესვის სიტკბო მოდის ნივთიერებისაგან [[გლიცირიზინი]], რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია.
 
==კულტივაცია და გამოყენება==
 
ძირტკბილა იზრდება ყველაზე უკეთ მზიან ხეობებში, კარგად დრენირებულ ნიადაგზე. მას აგროვებენ შემოდგომობით, დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ.
 
ძირტკბილას ექსტრაქტი მზადდება მისი ფესურების ხარშვიტ წყალში და შემდეგ წყლის უმეტესი მოცულობის აორთქლებით. ექსტრაქტს იყენებენ როგორც მყარი სახით, ისე სიროფის სახითაც. მისი აქტიური მოქმედი საწყისი არის გლიცირიზინი, დამატკბობელი, რომელიც საქაროზაზე 30-50-ჯერ უფრო ტკბილია და ამასთან ერთად სამკურნალო ეფექტებიც გააჩნია.
 
Liquorice flavour is found in a wide variety of liquorice candies or sweets. In Britain and the US these are usually sweet. In most of these candies the taste is reinforced by aniseed oil, and the actual content of liquorice is very low. In continental Europe however, strong, salty candies are popular.
 
==რესურსები ინტერნეტში==