ძირტკბილა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) No edit summary |
ენარჯილისი (განხილვა | წვლილი) No edit summary |
||
ხაზი 19:
|}}
'''ძირტკბილა (Glycyrrhyza glabra)''' — მრავალწლოვანი ბალახოვანი [[მცენარე]] [[პარკოსანთა ოჯახი]]სა, რომლის სამშობლოა სამხრეთი [[ევროპა]] და, ნაწილობრივ, [[აზია]]. აქვს კენტფრთისებრი [[ფოთოლი]], [[ფესურა]], იისფერი [[ყვავილი]], [[ნაყოფი]] — პარკი, რომელშიც 1-8 [[თესლი]]ა. გავრცელებულია უმთავრესად [[სტეპი]]ს, [[ნახევრად-უდაბნო]]სა და [[უდაბნო]]ს ზონებში. ძირტკბილას ფესურა და ნაყოფი შეიცავს [[გლიკოზიდები|გლიკოზიდებს]], [[საქაროზა]]ს, ფლავონოიდებს, ეთეროვან ზეთებს, C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სხვ. ძირტკბილას მიწისზედა ნაწილებს იყენებენ [[თივა]]დ და სილოსად. 100 [[კილოგრამი]] თივა შეიცავს 41,2 საკვებ ერთეულს, 1,1 კილოგრამ ნედლ პროტეინს. ძირტკბილას უძველესი დროიდან იყენებენ [[მედიცინა]]ში, აგრეთვე [[ლუდის წარმოება]]ში, [[კულინარია]]ში, [[საკონდიტრო საქმე]]ში. ძირტკბილას ძირებს იყენებენ საღებავად. 1 [[ჰექტარი]] ძირტკბილას კარგი [[შალდამი]]დან შეიძლება 10-20 [[ტონა]] მზა [[ნედლეული]]ს მიღება.
ძირტკბილას გვარის ლათინური სახელი (Glycyrrhyza) წამოსულია ბერძნულიდან γλυκύρριζα (glukurrhiza), რაც ნიშნავს "ტკბილ ფესვს", სიტყვებიდან γλυκύς (glukus), "ტკბილი" + ῥίζα (rhiza), "ფესვი". ამ სახელწოდებას გვაწვდის დიოსკორიდე.
==რესურსები ინტერნეტში==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
==ლიტერატურა==
|