გომბორის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|გომბორი}}
[[სურათი:გომბორის ქედი.JPG|მინი|right|280პქ|ცივ-გომბორის ქედი ქიზიყში]]
'''გომბორის ქედი''', '' ცივ-გომბორის ქედი'', კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; შახვეტილას მთასთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტს — [[კახეთის ქედი|კახეთის ქედს]]. მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 107 კმ. უმაღლესი მწვერვალი [[ცივი (მწვერვალი)|ცივი]] (1991 მ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე — [[გომბორი (მდინარე)|გომბორის]], ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები, ბედლენდები, ხელოვნური გამოქვაბულები. ქედის თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია, კალთებზე — ფოთლოვანი ტყე და ზოგან ფიჭვნარი.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გომბორის_ქედი“-დან